"ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ოფიციალურად გახსნასთან დაკავშირებით, სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა

ორშაბათი, 31 ივლისი, 2017 - 11:55

„ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ოფიციალურად გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე ქართველი და უცხოელი სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა.

კონცერტს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო. მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ სახის ღონისძიებები მრავალეროვნულ სწავლებაში ჩართული სამხედროების დამეგობრებას ხელს შეუწყობს.

საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში ჩართული ქართველი და უცხოელი სამხედრო მოსამსახურეების წინაშე ქართველი მომღერლები - ოთო ნემსაძე, სოფო ბედია, ნუცა ბუზალაძე, ასევე ხალხური ანსამბლის - „არსიანის“ წევრები წარსდგნენ. მომღერლებმა საკუთარი რეპერტუარიდან ქართული და უცხოური, ხოლო ანსამბლის წევრებმა ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს.

სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი და გიორგი ბუთხუზი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენშტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერლები - შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე, ასევე თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ დღეს ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ოფიციალურად გაიხსნა და 12 აგვისტოს დასრულდება. სწავლებაში, რომელსაც საქართველო მესამედ მასპინძლობს, ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა მონაწილეობს: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა.

„ღირსეული პარტნიორი 2017“ ემსახურება სტაბილურობის, სამხედრო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას და NRF-ში მონაწილე დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44