ფართომასშტაბიანი სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ ოფიციალურად გაიხსნა

, 30 ივლისი, 2017 - 13:37

ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“, ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით ოფიციალურად გაიხსნა.

სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ მიმართეს და ხაზი პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვეს.

ცერემონიალს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და სტუდენტები დაესწრნენ.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ მოწვეული სტუმრები სწავლებაში მონაწილე სამხედროებს გაესაუბრნენ და წარმოდგენილი ტექნიკა თუ აღჭურვილობა დაათვალიერეს.

„ძალა პარტნიორობაშია“ - მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მთავარი გზავნილია, რომელსაც საქართველო წელს უკვე მესამედ მასპინძლობს. ამჯერად სწავლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა.

სწავლების აქტიური ფაზა 12 აგვისტოს, ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი წვრთნით დასრულდება.

,,ღირსეული პარტნიორი 2017“ აშშ-ის ევროპული სარდლობის შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე სწავლებების ციკლის ნაწილია, რომელიც 7 ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდება. ამჟამად მიმდინარეობს საერთაშორისო სწავლებები ,,SABER GUARDIAN 2017“ ბულგარეთში, რუმინეთსა და უნგრეთში, ხოლო ,,SEE BREEZE” - უკრაინაში. სწავლებებში სულ 50 000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ერთი ქვეითი ასეულის და ერთი ოცეულის შემადგენლობითაა ჩართული.

ამ სწავლებების გაგრძელებაა ,,NOBLE PARTNER 2017“. ,,ღირსეული პარტნიორი 2017“ ემსახურება სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას და NRF-ში მონაწილე დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას.

სწავლება კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში, მათ შორის აერომობილური ელემენტების გამოყენებასაც. სცენარი განკუთვნილია ბრიგადისა და უფრო დაბალი (ოცეულის ჩათვლით) დონის ქვედანაყოფებისთვის თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციებისას გადაწყვეტილების მისაღებად მართვისა და კონტროლის სავარჯიშოებისთვის.

სწავლებაში 2800-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. პირველად სწავლებაში ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორი „სტრაიკერი“ და გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი „ბოქსერი“ ჩაერთვება. წვრთნაში წარმოდგენილი იქნება ასევე, საქართველოს შეიარაღებაში არსებული ტ-72 ტიპის ტანკი, ქსმ-2, საარტილერიო დანადგარი დანა (152 მმ) და ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი“, ამერიკული ტანკები „აბრამსები“, ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი“ და „სტრაიკერი“, ასევე C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46