მინდა გულწრფელად ვურჩიო მას, კარგად დააკვირდეს რას აწერს ხელს - ალეკო ელისაშვილის რჩევა ნარმანიას

, 30 ივლისი, 2017 - 12:12

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი, დედაქალაქის მერიაში „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივის შესაძლო დასაქმების ფაქტს ეხმაურება:

"ჩვენს ქვეყანაში უკვე ტრადიციად იქცა წინასაარჩევნო მარათონში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. საკრებულოში მერიის მიერ დედაქალაქის ბიუჯეტში კორექტირების შეტანაც სწორედ ამ მანკიერ პრაქტიკას ემსახურება. ისინი ჩვენი ფულით საკუთარი საარჩევნო მიზნებს დააფინანსებენ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ წინა ხელისუფლების დროს მოქმედი ქალაქის ხელმძღვანელი სწორედ ამ ბრალდებით იჯდა ციხეში. ნარმანია კი უგულავას მავნე პრაქტიკას აგრძელებს.

მინდა გულწრფელად ვურჩიო მას, კარგად დააკვირდეს რას აწერს ხელს, იმიტომ, რომ ხალხის ფულის განიავება არავის შერჩება. ადრე თუ გვიან ეს მანკიერი პრაქტიკა დასრულდება და ყველა პასუხს აგებს იმისთვის, რომ ხალხის ფულს საკუთარი მიზნებისთვის მოიხმარდა", - ნათქვამია ალეკო ელისაშვილისგანცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46