მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეობის ჩამორთმევას სტრასბურგში გაასაჩივრებს

შაბათი, 29 ივლისი, 2017 - 14:33

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი  მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ ადგილობრივ ტელეკომპანიასთან აცხადებს, მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით ჯერ ადმინისტრაციულ სასამართლოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდება, სააკაშვილი სტრასბურგს მიმართავს.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, მზად არის გამოიყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს  უკრაინის მოქალაქეობას 26 ივლისს ჩამოართვეს, თუმცა, პოლიტიკოსი აცხადებს, რომ, მიუხედავად ამისა, ის  კიევში დარჩება საცხოვრებლად,.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46