ბოლნისში სკაუტური ბანაკი გაიხსნა

შაბათი, 29 ივლისი, 2017 - 13:24

 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით და საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზებით სოფელ ფოლადაურში „საერთაშორისო  საზაფხულო სკაუტური ბანაკი" გაიხსნა.

ბანაკი წელს 550-მდე მონაწილეს მასპინძლობს.14-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები ბანაკში ერთ კვირას გაატარებენ. სხვადასხვა სპორტული აქტივობებისა და ლაშქრობების გარდა ბანაკი ტრეინინგების შემდეგ კურსებს ითვალისწინებს: ლიდერობა და პიროვნული განვითარება, სამოქალაქო განათლება, გარემოს დაცვა,ბუნებაში ორიენტირება. პროგრამის მიზანია ლიდერული უნარ-ჩვევებისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება.

გახსნის საზეიმო ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ირინა ფრუიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46