გიორგი თევზაძე ქეთევან ციხელაშვილს მიმართავს, სამინისტროს ვებ–გვერდზე უზუსტობები აღმოფხვრას

შაბათი, 29 ივლისი, 2017 - 12:48

უფლებადამცველი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე სამოქალაქო თანასწორობისა და შერიგების მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს მიმართავს რათა სათანადო კორექტირებები განახორციელოს სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე დაშვებული უზუსტობების აღმოსაფხვრელად.

“მოქალაქე მაია ბარნაველის მიერ მოწოდებული იქნა ინფორმაცია სამინისტროს ოფიციალურ ვე–გვერდზე დაშვებული უზუსტობების შესახებ, რაც ასევე ჩვენს მიერ იქნა გადამოწმებული აღნიშნული ინფორმაცია.  დგინდება გარკვეული უზუსტობები საქართველოს სმოქალაქო თანასწორობისა და შერიგების სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით განთავსებულ ინფორმაციებში.

მაია ბარნაველის განცხადებით: სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ზოგადი ინფორმაცია ე.წ. ცხინვალის რეგიონის შესახებ არ ასახავს ობიექტურ ვითარებას ისტორიულ ფაქტებთან მიმართებაში. ეს ის შემთხვევაა, როცა ისტორიული ფაქტების დამალვა ან არხსენება საერთოდ ცვლის პრობლემის არსს და, სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.

კერძოდ, თქვენს ზოგად ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი როდის შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ოლქი, ვის მიერ და რა მიზნით, ასევე არც ისაა ნათქვამი, რომ შემდეგ, 1990 წელს ოსებმა სრულიად უკანონოდ გამოაცხადეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რაც სრულიად კანონიერად გააუქმა ზვიად გამსახურდიას კანონიერმა მთავრობამ. ასევე არაფერია ნათქვამი ელცინის მიერ ამ ფაქტის მიღებისა და დადასტურების შესახებ, რასაც ხელი მოეწერა ყაზბეგში.

.მაია ბარნაველის განცხადებით, მისი მცდელობები წერილობით მოთხოვნაზე მოთხოვნაზე აღმოფხვრილიყო დაშვებული ისტორიული და ინფორმაციული უზუსტობები. სამინისტროს მხრიდან რეაგირების გარეშეა დარჩენილი.

ჩვენს მიერ შესწვლილი ინფორმაციით, მაია ბარნაველის მოსაზრებები ემყარება ისტორიულ რეალობებს და შესაბამის დასაბუთებას შეიცავს. ჩვენის მხრივ გვსურს საზოგადოების ყურადღება შევაჩერით რამდენიმე მნიშვნელოვან ისტორიულ დეტალზე, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს უახლესი ისტორიის სწორი და ობიექტური გაანალიზებისათვის. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი იყო ეროვნული ტერიტორიული ერთეული, რომელიც შედიოდა საქართველოს სსრ შემადგენლობაში ადმინისტრაციული ავტონომიის უფლებით. ოლქის სამართლებლივი მდგომარეობის განმსაზღვრელი სპეციალური იურიდიული აქტი იყო კანონი სამხრ. ოსეთის აო-ის შესახებ, რომელიც მიიღო საქართველოს სსრ უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს სესიამ 1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრეი სახაროვის ლოზუნგით „საქართველო მცირე იმპერიაა“) მიიღო დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“.

ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა 21 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დანიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს. ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბერს მიიღო დადგენილება: „გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე. წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებსა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას.

მიუხედავად აღნიშნულისა, მოსკოვის მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტები აგრძელებდნენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას, რასაც მოჰყვა მართებული გადაწყვეტილება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით და მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი - „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“ და დადგენილება - „ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ“ (1990 წლის 11 დეკემბერი). კრემლის მიერ ინსპირირებული საომარი მოქმედების პასუხად გაისმა ზვიად გამსახურდიას მოწოდება ოსი მოსახლეობისადმი, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო: “...

ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ურთიერთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით. ვინაიდან ეს ძმათამკვლელი ომი ვიღაცის იმპერიულ ამბიციების დასაყრდენია, სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება მშვიდობა და თანხმობა ჩვენს ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი პირობაა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების მიერ იარაღის ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, მათი სრული და უსიტყვო განიარაღების, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს. შეიარაღებული ჯგუფები უნდა განიარაღდნენ. სამაგიეროდ ჩვენ სრული ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ მათ, ვინც ნებაყოფილობით ჩააბარებს იარაღს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება... ოსებისათვის შენარჩუნებული იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც მათ ოლქის არსებობის პერიოდში ჰქონდათ. ის უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით... ქართველები და ოსები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ. გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა, შრომითი მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე...

მოვუხმოთ კეთილგონიერებას, სანამ გვიან არ არის, ვინაიდან ჩვენი კონფლიქტი და სისხლის ღვრა მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს“ (1991 წლის 4 მარტი).

ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიოტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრის და მოლაპარაკების ოქმი, რომელშიც, კერძოდ, აღინიშნა:

1. 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნას სამუშაო ჯგუფები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის, ერთობლივი მოქმედების მიზნით შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ:

2. რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთბლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით.

3. რუსეთი სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე.

4. სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები.

5. რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება შეექმნათ, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა.

6. საქართველოს რესპუბლიკის, რუსეთის სფსრ და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური სახსრები გამოყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად.

7. შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა.

8. შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს.

(საფუძველი: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად გამსახურდია რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ბორის ელცინი დაბა ყაზბეგი, 1991 წ. 23 მარტი).

დოკუმენტიდან ჩანს, რომ რუსეთი სცნობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან ნახმარია "ყოფილი სამხრეთ ოსეთი"! უფრო მეტიც, მოლაპარაკებებში იგი საერთოდ არ ფიგურირებს როგორც არსებული სუბიექტი. ეს იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა.

სამინისტროს მიერ ვებ–გვერდზე განთავასებული ინფორმაცია ასევე შეიცავს უზუსტობებს შემადგენლობის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობასთან დაკავშირებით. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით: „ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, არამედ საქართველოს დანარჩენ ნაწილშიც ფართოდ არის წარმოდგენილი. 1989 წლის მონაცემებით, ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 98 ათასზე მეტ ადამიანს, რომელთაგან 66% ეთნიკურად ოსი, ხოლო 29% ეთნიკურად ქართველი იყო“ უნდა საგანგებოდ აღინიშნოს, რომ არც ერთ ავტორიტეტულ კვლევაში და ისტორიულ დოკუმენტებით ეს ინფორმაციაში არ დასტურდება.პერიიდყლად მომზადებული აღწერის ოფიციალუი დოკუმენტებით დადგენილია და დავის საგანს არ წრმოადგენს, შემდეგი ინფორმაცია: 1979 წლის აღწერით სამხრ. ოსეთში მუდმივი მცხოვრები იყო 98 000 კაცი. ცხინვალში ცხოვრობდნენ ქართველები – 28000 (28,8%), რუსები – 2 000 (2,1%), სომხები – 1 000 (1%), ოსები. სხვა ეროვნებანი – 2 000–მდე (1,7%). ეს შესწვლილი მონაცემიც ადასტურებს, რომ 1980 წლისთვის თავად ეთნიკურად ოსი მოსახლეობა 2000 პირზე ნაკლებია.

წარმოუდგენელია 10 წლის ინტერვალში მოსახლეობა 3500%–ით გაზრდილიყო. ბუნერბივია ეს არარეალური მონაცემებია.

ჩვენს შორს ვართ იმ მოსაზრებისგან, რომ ეს უზუსტობა შეგნებულ ხასიათს ატარებს, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ აუცილებელია სამინისტროს მხრიდან განხორციელდეს მყისიერი რეაგირება და დაუყოვნებლივიქნას მოყვანილი შესაბამისობაში სამინისტროს მიერ განთავსებული ინფორმაციები რეალურ მონაცემებთან. ასევე საყურადრებოა ტერმინის „სამხრეთ ოსეთის“ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხი. დაუშვებელია ამ ხელოვნურად შექმნილი დ ისტორიულად არასებული ტერმინით ქვეყნისათვის მტრულად განწყობილი ჰგუფების სასურველი მოქმედებების განხორციელება დ მათთვის დამატებითი უსფუძვლო არგუმენტების მიწოდება. მე–20 საუკუნის პირველ ნახევრამდე ეს რეგიონი ცნო9ბილია როგორც ისტორიული სამაჩაბლო და ასევე ცხინვალის რეგიონი. მე-20 საუკუნის 30–იანი წლებიდან ჩნდება ხელოვნურად შექმნილი ტერმინი „სამხრეთ ოსეთის ოლქი“, რომლის საფუძველზე ხორციელდება სეპარატისტული მოძრაობის წახალისება რუსეთისა და საქართველოსადმი მტრულოად განწყობილი ჯგუფების მხრიდან.

ჩვენ გვესმის, რომ სამინისტროსთვის ეს საკითხი დელიკატურია მისი მშვიდობიანი მიზნებიდან გამომდინარე, თუმცა პრინციპულად მნიშვნელოვანია სწორი და ობიექტუი შეფასება მიეცეს ყველა გფარემოებას, მათ შორის ტერმინებს. ეს ნათლად უნდა იკითხებოდეს სამინისტროს მიერ განსაჯაროვებული ინფორმაციებიდან.

აქვე ავღნიშნავთ, რომ ამ საკითხებზე ვგეგმავთ შესაბამისი წერილის მიწერას მინისტრის სახელზე და ვიმედოვნებთ სათანადო რეაგირებას. ასევე ვიტოვებთ უფლებას განვახორციელოთ ამ მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ საზოგადოებრივი მონიტორინგი, რაზეც ინფორმაცია განსაჯაროვდება მედია–საშუალებებით.“–აღნიშნულია უფლებადამცველისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი თევზაძის მეირ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5