„საპარტნიორო ფონდი“ ლიკანის კომპლექსის რეაბილიტაცია- რესტავრაციიისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოებს იწყებს

შაბათი, 29 ივლისი, 2017 - 12:29

„საპარტნიორო ფონდი“ ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის  - ლიკანის კომპლექსის, ე.წ. „რომანოვების რეზიდენციის“ რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოებს იწყებს.

ამ ეტაპზე რომანოვების სასახლის, ორანჟერიისა და საკონფერენციო დარბაზის, აგრეთვე, პარკისა და ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის რეაბილიტაციის პროექტირება მოხდება. ამასთანავე, ჩატარდება სასახლის მუზეომოგრაფიული კვლევა და შეიქმნება მთლიანი კომპლექსის გენერალური გეგმა.

აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად 771,000 ლარი დაიხარჯება. საპროექტო სამუშაოების ხანგრძლივობაა რვა თვე. პროექტირების დასრულებისთანავე, დაიგეგმება სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაობის დაწყება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, „ლიკანის პარკს“ ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი გასულ კვირას მიენიჭა.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და „საპარტნიორო ფონდს“ შორის 2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად ფოდნმა კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის ვალდებულება აიღო. კომპლექსის პროექტირებისა და მომდევნო რეაბილიტაცია-რესტავარციის სწორად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, „საპარტნიორო ფონდი“ აქტიურად თანამშრომლობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5