მოსკოვი ამერიკელი დიპლომატების რაოდენობას ამცირებს და აგარაკებით სარგებლობის უფლებას ართმევს - მოსკოვის პასუხი ვაშინგტონს

შაბათი, 29 ივლისი, 2017 - 11:07

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს  გადაწყვეტილებას, რომელიც უწყებამ  სენატის მიერ ანტირუსული სანქციების საპასუხოდ მიიღო.

როგორც სახელმწიფოს მეთაურის  პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.განაცხადა, საპასუხო ზომები უკავშირდება ახალ სანქციებს.

საქმე ეხება ამერიკელ დიპლომატებს.  აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს  ჩამოერთვათ მოსკოვში, სერებრიანი ბორიზე აგარაკებით სარგებლობის უფლება. ასევე, მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ამერიკელი დიპლომატების რაოდენობა  455-მდე შემცირდება.

"მიუხედავად ვაშინგტონის მუდმივი თავდასხმებისა, ჩვენ ყოველთვის ვიქცეოდით და ვიქცევით პასუხისმგებლობით და თავშეკავებულად, აქამდე არ გვიპასუხია აშკარა პროვოკაციებისთვის, თუმცა,  ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ  ამერიკის შეერთებული შტატების გარკვეულ წრეებში გამყარდა რუსოფობია და ჩვენს ქვეყანასთან აშკარა კონფრონტაციის კურსი", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში,

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41