საიდუმლო მოლაპარაკება ივანიშვილსა და პოროშენკოს შორის ურეკში შედგა - მიხეილ სააკაშვილმა BBC-ს ინტერვიუ მისცა

პარასკევი, 28 ივლისი, 2017 - 14:43

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი  BBC-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ის აუცილებლად დაბრუნდება უკრაინაში. რაც შეეხება მისთვის უკრაინული პასპორტის ჩამორთმევას,  ეს ორი ოლიგარქის - ივანიშვილისა და პოროშენკოს მოლაპარაკების შედეგია,

სააკაშვილის თქმით, უკრაინაში  ხალხის მობილიზება დაიწყება, საჭირო მომენტში კი ის იქ აღმოჩნდება და მოვლენებში  აქტიურად ჩაერთვება..

"პოროშენკოს არც ტვინი,  არც გამოცდილება  და არც თავშეკავება ჰყოფნის, რომ  ასეთი სისულელე არ ჩაედინა. ის თვითმკვლელობით არის დაკავებული და არა ქვეყნის მართვით", - აცხადებს სააკაშვილი,

სააკაშვილი აცხადებს, რომ რაც ოპოზიციაში გადავიდა,  პრეზიდენტ პოროშენკო მასში მეტოქეს ხედავს, მის შესახებ საიდუმლო მოლაპარაკება ივანიშვილსა და პოროშენკოს შორის ურეკში შედგა,

"ყველასთვის ცნობილია ეს სასაცილო ბრალდებები და არც არავის უღიარებია, არც აღიარებენ, უკრაინაც არ ცნობდა, უეცრად აღიარა, იმიტომ, რომ პოროშენკოს ეს სჭირდებოდა. ორი ოლიგარქის ბინძური კავშირი ჩემს წინააღმდეგ - ესაა მთელი ისტორია", - აცხადებს სააკაშვილი ინტერვიუში.

მიხეილ სააკაშვილი ანკეტაში მითითებულ ყალბ მონაცემებთან დაკავშირებით აცხადებეს, რომ მისთვის წაყენებული ცრუ ბრალდებები  არც ერთმა ქვეყანამ არ აღიარა, მათ შორის, თავის დროზე,  არც უკრაინამ. ის გადაადგილდებოდა უპრობლემოდ, ხვდებოდა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, გამოდიოდა საერთაშორისო ფორუმებზე და პრობლემა არ შექმნია,

"მე არ მაქვს არც ერთი ქვეყნის არანაირი დოკუმენტი. არც მაქვს ამის სურვილი.  მე მაქვს სრულიად ლეგიტიმური უკრაინის პასპორტი, რომელიც პოროშენკომ უკანონოდ გამიუქმა. კანონიერება აღდგება, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს", აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55