ლოცვის დროს სისხლის შემადგენლობა იცვლება

ხუთშაბათი, 27 ივლისი, 2017 - 17:06

აღმოჩნდა, რომ ლოცვის დროს სისხლის შემადგენლობა იცვლება, კვლევები მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა მიხაილ ლაზორიკმა ჩაატარა.

ანონიმურ ექსპერიმენტში 15 ქალი და მამაკაცი მონაწილეობდა, ყველა მათგანს აწუხებდა ათეროსკლეროზი, B ჰეპატიტი, გულისა  და სხვა დაავადებები.

თავდაპირველად ყველას გაუკეთდა სისხლის ანალიზი, შემდეგ კი 15-20 წუთის განმავლობაში მათ ხმამაღლა წაიკითხეს სხვადასხვა ლოცვები. განმეორებითმა სისხლის ანალიზმა განსხვავებული შედეგი აჩვენა.

აღმოჩნდა, რომ ლოცვის შემდეგ დონის ერთ-ერთ ინდიკატორი ფაგოციტოზი ანალიზში ბევრად დაბალი აღმოჩნდა, მაჩვენებელი ქალებში უფრო დაბალი იყო, მამაკაცებისგან განსხვავებით, რაც მეცნიერმა ქალების ემოციურობით ახსნა.

როგორც მიხაილ ლაზორიკი აცხადებს,  ექსპერიმენტმა ნათლად დაადასტურა, რომ ლოცვის დროს ადამიანს სიმშვიდე ეუფლება და იმუნური სისტემა უფრო ზუსტად და ეფექტურად  იწყებს მუშაობას. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.44
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55