ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს

ოთხშაბათი, 26 ივლისი, 2017 - 15:15

ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბი ბოლო დღეებში თბილისში, სამშენებლო ობიექტებზე მომხდარ უბედურ შემთხვევებს ეხმიანება.

ელისაშვილის შტაბის პრესსპიკერის ლაშა მესხის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მიმდინარე კვირაში მეორე სიცოცხლე შეეწირა ქვეყანაში არსებულ განუკითხაობას. დღეს დილით სოხუმის ქუჩაზე 4 მუშა მოყვა ამორტიზებული შენობის ნანგრევებში. სამწუხაროდ 1 გარდაიცვალა. ანალოგიური შემთხვევა რამდენიმე დღის წინ დიღომშიც მოხდა სადაც 27 წლის მუშა დავკარგეთ. უკვე ცხადად ვხედავთ, რომ დაუგეგმავ და სრულიად უაზრო მშენებლობებს ჩვენს ჯანმრთელობასთან, მწვანე ნარგავებთან, პარკებთან და ტროტუარებთან ერთად ადამიანების სიცოცხლეც ეწირება. არავინაა მშენებლობების და განვითარების წინააღმდეგი, თუმცა იმას რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვუყურებთ განუკითხაობასთან ერთად სახელწიფოსა და მასთან მიტმასნილი, უკონტროლო ბიზნესის დიქტატურა ჰქვია.

დიდუბეში მომხდარ ფაქტზე ვიცით, ის, რომ ზედამხედველობის სამსახურს აღნიშნული კომპანია გაფრთხილებული ჰყავდა უსაფრთხოების წესების დარღვევასთან დაკავშრებით. მხოლოდ გაფრთხილება და ფურცლების ფრიალი არ შველის საქმეს. რეალური ცვლილებებია ამ მიმართულებით გასატარებელი!

ჩვენი ხედვაა ადამიანზე ორიენტირებული ქალაქის აშენება, სადაც მათი სიცოცხლე ბიზნეს და პოლიტიკური ელიტების გარიგებებს აღარ შეეწირება.

მივმართავთ მერიას და ხელისუფლებას! დროა გონს მოეგოთ და აიღოთ პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე! მერამდენე ადამიანი უნდა დაიღუპოს იმისთვის, რომ თქვენ ყურები შეიბერტყოთ? საკმარისია თქვენთან დაახლოებულ ბიზნესთან სირაქლებას პოზიციაში ყოფნა, მაშინ, როცა ზღვარი ადამიანის სიცოცხლეზე გადის! საჭიროა სწრაფი და ეფექტური ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. უკვე აღარავინ საუბრობს პოლიტიკურ გემოვნებაზე ან სულაც მოახლოებულ არჩევნებზე. ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკის დროა და არა ლოდინის. ლოდინი ჩვენს ღირსეულ მოქალაქეებს საკუთარ სამუშაო ადგილებზე გვარბევს!!!“, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61