მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა დაკარგა

ოთხშაბათი, 26 ივლისი, 2017 - 17:50

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა  უკრაინის მოქალაქეობა დაკარგა.  ინფორმაციას ТСН-თან უკრაინის მიგრაციის სამსახური ადასტურებს.

გამოცემის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეობას  19-ე მუხლის  მე-2 პუნქტის საფუძველზე კარგავს. კერძოდ, ანკეტაში ყალბი მონაცემების მითითებისთვის. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ანკეტის შევსებისას მიუთითა, რომ მის მიმართ გამოძიება არ წარმოებს, თუმცა  საქართველოში მას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.

უკრაინის მოქალაქეობა სააკაშვილს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ  2015 წლის მაისის ბოლოს მიანიჭა, რის შემდეგ ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. 2015 წლის დეკემბერში  მან საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა.

ოდესის რეგიონის ხელმძღვანელის პოსტიდან  სააკაშვილი ნახევარი წლის შემდეგ გადადგა,  მიზეზად კორუფცია დაასახელა და  პრეზიდენტსა და ხელმძღვანელ პირებს დაუპირისპირდა. სააკაშვილმა მალევე შექმნა პოლიტიკური პარტია და საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45