ზიმბაბვეში პასტორის გაუპატიურებისთვის სამ გოგოს ასამართლებენ

ოთხშაბათი, 26 ივლისი, 2017 - 00:18

ზიმბაბვეში პასტორის გაუპატიურებისთვის სამ გოგოს ასამართლებენ. როგორც საქმის პროკურორი აცხადებს, სასამართლო პროცესზე სამ გოგონას, რომელთა ასაკი  21,  23 და  25 წელია, ბრალი უკვე წაუყენეს.

Daily Mai-ის ცნობით, ინციდენტი 14 ივლისს, საღამოს მოხდა. გოგოებმა პასტორი სახლში მიიწვიეს, თითქოსდა  ვალი უნდა  დაებრუნებინათ. ამის შემდეგ პასტორი გოგონებმა საწოლზე დააწვინეს, გახადეს და   ძალადობრივი აქტის ჩატარება დაიწყეს.

მომხდარის შემდეგ პასტორმა დახმარება  პოლიციას სთხოვა, ის ახლა სამედიცინო შემოწმებას გადის.

რაც შეეხება ბრალდებულებს, ისინი ბრალს არ აღიარებენ, თუმცა სასამართლომ მათი პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტიკება მიიღო. სასამართლოს შემდეგი სხდომა  7 აგვისტოს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61