კონგრესი ახალ კანონს იღებს, რომელიც რუსეთს, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად, ამერიკის საგარეო მტრების სიაში შეიყვანს

სამშაბათი, 25 ივლისი, 2017 - 23:09

აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ემზადება კანონის მისაღებად, რომელიც  რუსეთს, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების  საგარეო მტრების სიაში შეიყვანს და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აეკრძალება მათ მიმართ მიღებული სანქციების ერთპიროვნულად მოხსნა.

184-გვერდიანი  დოკუმენტის დაახლოებით ნახევარი რუსეთს ეხება და ჩამოთვლილია ყველა ის არგუმენტი, რაშიც ამერიკელი პოლიტიკოსები  მოსკოვს ადანაშაულებენ -  უკრაინის მიმართ ქმედებები,  აშშ-სა და სხვა ქვეყნებში  კიბერთავდასხმები, არჩევნების შედეგებზე  ზეგავლენა, სირიაში ბაშარ ასადის მხარდაჭერა, კორუფცია, ადამიანის უფლებების დარღვევა და ა.შ.

 ახალი კანონის მიხედვით, პრეზიდენტს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების მოხსნა  სენატორების ნებართვის გარეშე არ შეეძლება. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61