"მაქსიმი" მგზავრებისთვის ავტომობილების მიწოდებას აჩქარებს

სამშაბათი, 25 ივლისი, 2017 - 13:16

 სერვისმა "მაქსიმმა"  მძღოლებისა და მგზავრების ინტერესები გაითვალისწინა და  ახლა მძღოლებისთვის ნებისმიერ ადგილზე შეკვეთების აღება ხელსაყრელია, მგზავრებმა კი ზუსტად იციან, რისთვის და რამდენს გადაიხდიან.

 თუ თავისუფალი ავტომობილი ახლოს არ არის, აპლიკაცია "მაქსიმი: ტაქსის გამოძახება" შესთავაზებს მგზავრს აირჩიოს მძღოლი, რომელიც მისგან შორს იმყოფება და ელოდება შეკვეთებს. აპლიკაცია ზუსტად დაითვლის დამატებით გადასახდელ თანხას მძღოლის ადგილმდებარეობის მიხედვით იმისათვის, რომ აუნაზღაუროს მას მისამართზე მალე მისვლისთვის გაწეული ხარჯი. მგზავრს შეუძლია დათანხმდეს შეთავაზებაზე და უფრო სწრაფად გაემგზავროს ან თქვას უარი და განაგრძოს ახლოს მყოფი თავისუფალი მძღოლის ლოდინი.

"ტაქსის გამოძახების სერვისი "მაქსიმის" გადაწყვეტილება განსხვავდება იმისგან, თუ როგორ აძლევენ მძღოლებს სტიმულს სხვა სერვისები შეკვეთების შესასრულებლად. მძღოლები ხალისით იღებენ შეკვეთებს, რომელზე მისასვლელადაც მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდებათ. რაც უფრო მცირეა ცარიელი გარბენი - ავტომობილით მოძრაობა კლიენტის გარეშე, მით უფრო ნაკლები ხარჯი აქვთ მძღოლებს და მეტი ხელსაყრელი შეკვეთის შესრულება შეუძლიათ მათ, მგზავრები კი ავტომობილს მინიმალურ ფასად ღებულობენ.

თუმცა ამ სიტუაციას აქვს ერთი მინუსი, რომელიც მთელ დარგს უქმნის პრობლემას: ცარიელი გარბენის შემცირებისაკენ სწრაფვისას, სასურველ შეკვეთამდე მძღოლებს უფრო დიდხანს უწევთ ლოდინი და მათი მოცდენის დრო იზრდება. ჩვეულებრივ სერვისები ცდილობენ დაარეგულირონ მოთხოვნილებები და მათი შესაბამისი შეთავაზებები, ზრდიან მგზავრობის ღირებულებას იმ ადგილებიდან, სადაც არ არის ავტომობილები. პრაქტიკაში კი ამას ხშირად მოყვება სპეკულაცია. მძღოლები ელოდებიან, როდის გაიზრდება შეკვეთების რაოდენობა, მათი ფასი, და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ შეკვეთების აღებას. ასეთ შემთხვევებში მგზავრი იძულებულია უფრო ძვირად იმგზავროს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მარშრუტი არ არის დამოკიდებული ცარიელ გარბენზე და ავტომობილი არის ახლოს", - აცხადებენ ტაქსის გამოძახების სამსახურ "მაქსიმის" საზოგადოებასთან ურთიერთობის. სამსახურში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55