თავდაცვის სამინისტროს ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრის წარმომადგენლები სტუმრობენ

სამშაბათი, 25 ივლისი, 2017 - 17:57

 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორდღიანი ვიზიტით ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრის (NATO StratCom COE) წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებს დღეს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში(DIB) უმასპინძლეს.

DIB სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგნელებმა სტუმრებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის საქმიანობა გააცნეს. შეხვედრის მთავარი თემა DIBსკოლაში სტრატეგიული კომუნიკაციების კურსის შექმნასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები იყო.

მხარეებმა იმსჯელეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთ ინციატივაზე - სტრატეგიულ კომუნიკაციებზე, რომელიც მიზნად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე უწყებათშორისი კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და სამიზნე აუდიტორიებთან გზავნილებისა და ღონისძიებების ეფექტურ კომუნიკაციას ისახავს.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრს შორის ორმხრივი ურთიერთობები მხარებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმითაა განსაზღვრული.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45