საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სპირტის კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინეს

სამშაბათი, 25 ივლისი, 2017 - 12:20

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის - ეთილის სპირტის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ბრალდებულის სახით ორი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირების ორგანიზებით, 2017 წლის 16 ივლისს, საქართველოში იმპორტის რეჟიმით შემოვიდა დაახლოებით 28 000 ლიტრი ეთილის სპირტი. სახელმწიფოს მიერ დადგენილი შესაბამისი საბაჟო მოსაკრებლისა და გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ბრალდებულებმა შემოტანილი სპირტი რეექსპორტის რეჟიმში მოაქციეს. რეექსპორტის განხორციელების ნაცვლად, მათ იმპორტირებული სპირტი, მალულად, ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში განთავსებულ ავზებში გადაიტანეს, რათა შემდგომში მისი უკანონო რეალიზაცია მოეხდინათ.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ამოღებულია საბაჟო წესის დარღვევით იმპორტირებული 28 000 ლიტრი ეთილის სპირტი და მისი გადატანისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება. ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, უკანონოდ იმპორტირებულისპირტის საბაზრო ღირებულება 347 388 ლარს შეადგენს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 11 წლამდე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41