ვაკის პარკის ტერიტორიული საზღვრები იზრდება

სამშაბათი, 25 ივლისი, 2017 - 11:53

ჩვენ მივიღეთ ქალაქისთვის კიდევ ერთი ძალიან სასიკეთო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - იზრდება ვაკის პარკის ტერიტორიული საზღვრები. კერძოდ, პარკს უერთდება კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია და მთლიანი ფართობი ექცევა 1 საკადასტრო კოდის ქვეშ. რაც მთავარია - მთელ ამ სივრცეს ენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიას დღეს დედაქალაქის მერიაში გამართულ ბრიფინგზე დავით ნარმანიამ მიაწოდა.

მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ვაკის პარკის ფართობი 18 ჰა-ს შეადგენს და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის შეერთების შემდეგ, პარკის საზღვრები 34 ჰა-მდე გაიზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალაქს შეემატება კიდევ ერთი დაცული რეკრეაციული ზონა, რომელსაც მიენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.69
  • 3.11
  • 3.55
  • 0.04
  • 0.46
  • 1.58