დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღის მილოცვისათვის მადლობის წერილით უპასუხა

სამშაბათი, 25 ივლისი, 2017 - 11:37

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს დამოუკიდებლობის დღის მილოცვისათვის მადლობის წერილით უპასუხა.

„ძვირფასო პრეზიდენტო, მადლობა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 241-ე იუბილეს მოლოცვისთვის. 4 ივლისი გვაძლევს შესაძლებლობას დავუბრუნდეთ როგორც ჩვენს ისტორიას, ასევე ჩვენს ურთიერთობებს მოკავშირე ქვეყნებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მემკვიდრეობით, რომელიც დამოუკიდებლობის დეკლარაციაში მოხსენიებულ იდეალებს ეფუძნება, მათ შორის სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერების ძიების უფლებას.

ჩვენ პატივს ვცემთ იმ მამაც ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ და დღესაც იცავენ ამერიკულ ღირებულებებს. ჩვენ ვაცნობიერებთ ამ თავისუფლების დასაცავად გაწეულ მსხვერპლს და ასევე მოველით უფრო უსაფრთხო და აყვავებული ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს ხილვას”, - აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წერილში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61