ალეკო ელისაშვილი მერიის გამწვანების სამსახურს კორუფციაში ამხელს

სამშაბათი, 25 ივლისი, 2017 - 11:27

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მერიის გამწვანების სამსახურს კორუფციაში ამხელს და აცხადებს, რომ  3 მილიონამდე ლარი დედაქალაქის ბიუჯეტიდან კორუფციული გარიგების შედეგად უმიზნოდ გაიხარჯა.

"საქმე ეხება 2016 წლის აგვისტოში გამოცხადებულ ტენდერს, რომელშიც ტენდერის გამოცხადებიდან 6 დღის შემდეგ შექმნილმა კომპანიამ გაიმარჯვა. „გამწვანება 2016“-მა სულ 4 ტენდერი მოიგო სანაცვლოდ კი 3 მილიონამდე ლარი მიიღო. კორუფციული გარიგებით კომპანიამ მერიას გაწვანებისთვის განკუთვნილი ნერგების 100% ისე ჩააბარა, რომ ისინი არნაირ სტანდარს არ აკმაყოფილებდა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ კომპანია დარგვის დროს უკვე გამხმარი ნერგების მოვლა პატრონობისთვისაც იღებდა საბიუჯეტო თანხებს. კიდევ ერთ უკანონობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ შპს „გამწვანება 2016“-ს თბილისის ზღვის მიმდებარედ ერთ ჰექტრამდე ტერიტორია საკუთარი მეურნებისთვის უკანონოდ აქვს დაკავეული, სადაც ნერგების რეალიზაციასაც ეწევა. ქალაქი ამ ქმედების შედეგად მინიმუმ საიჯარო ქირას კარგავს რაც, სავარაუდოდ 100 000 ლარს აღემატება.

ამ ფაქტს უკვე თვეებია იძიებს პროკურატურა, გამოკითხულია ათობით ადამიანი, მათ შორიის მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის მაღალჩინოსნები. თუმცა საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვისთვის ამ დრომდე არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46