ისრაელის მაღალი ტექნოლოგიები ძალიან საჭიროა საქართველოსთვის - გიორგი კვირიკაშვილი

ორშაბათი, 24 ივლისი, 2017 - 18:03

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ისრაელში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და სამომავლოდ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრა. 

"ისრაელი, როგორც სახელმწიფო, ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი. გამოწვევები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, გახლავთ მსგავსი. ისრაელმა შეძლო, აეშენებინა ძალიან ძლიერი სახელმწიფო. ამას სჭირდება მთელი ერის კონსოლიდაცია და ნამდვილად მაგალითია ყველა პატარა ერისთვის, ვისაც სურს, გრძელვადიანი სტაბილურობა უზრუნველყოს საკუთარ ქვეყანაში. ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი და დავგეგმეთ მომავალ რამდენიმე თვეში ძალიან ინტენსიური ვიზიტები სამინისტროებს შორის.

ვფიქრობთ, ისრაელის მაღალი ტექნოლოგიები არის ძალიან საჭირო საქართველოსთვის. ასევე, ვფიქრობთ, რომ უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა შესაძლოა, გამოდგეს ძალიან მნიშვნელოვანი. მე ასევე დავპატიჟე პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ საქართველოში და მან მიიღო ეს მოწვევა. ჩვენ ალბათ უნდა ველოდოთ მის ვიზიტს, რომელსაც სავარაუდოდ მოყვება ბევრი ბიზნესმენის ვიზიტი და ვფიქრობთ, რომ ისრაელის მხრიდან ინვესტიციები საქართველოში არის უმნიშვნელოვანესი", - განაცხადა პრემიერმა..

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39