რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული მწყემსი შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ დააბრუნა

შაბათი, 22 ივლისი, 2017 - 14:13

 მიმდინარე წლის 19 ივლისს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N5 სამმართველოს (ლაგოდეხი) სასაზღვრო სექტორ „შილდას“ დაუკავშირდა მწყემსი და აცნობა, რომ 18 ივლისს, შებინდებისას საძოვრიდან მხოლოდ ცხვრის ფარა დაბრუნდა, ხოლო მისი ნაცნობი მწყემსი, საქართველოს მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული ზურაბ ჩახტაური გაუჩინარდა.

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინასაგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გაირკვა, რომ იგი, სავარაუდოდ, რუსმა მესაზღვრეებმა რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაღესტნის მხარეს, სასაზღვრო ზოლის დარღვევის გამო დააკავეს. ასევე გაირკვა, რომ ზურაბ ჩახტაურს სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხვრის ძოვების უფლება და სპეციალური საშვი ჰქონდა.

21 ივლისს რუსმა მესაზღვრეებმა ქართველი მწყემსი საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ბლოკ-საგუშაგო „ვებოს“ დასაცავ მონაკვეთზე ქართულ მხარეს გადმოსცეს. ზურაბ ჩახტაური სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენის საშუალებით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46