"ქართულ მარშს" ვერავინ გამოიყენებს საკუთარი მიზნებისათვის, ვერც ხელისუფლება და ვერც გაკოტრებული ოპოზიცია - ჯუმბერ კირვალიძე

შაბათი, 22 ივლისი, 2017 - 18:52

"ქართველთა მარშის" საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, პოლიტოლოგი  ჯუმბერ კირვალიძე 23 ივლისს აღმაშენებელის გამზირზე დაგეგმილ  კონტრაქციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

"აქციის საწინააღმდეგო კონტრაქციას აწყობს არა "ქართული მარში", არამედ პოლიტპატიმრები და სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მსხვერპლთა ახლობლები. დიახაც, ამ კონტრაქციაზე "ქართული მარშის" საორგანიზაციო ჯგუფის წევრები, 30 კაცი, ჩვენი მეგობრების, რომლებმაც უამრავი ტანჯვა-წამება გადაიტანეს ნაცჯალათების 9 წლიანი მმართველობის დროს, გვერდით ვიქნებით ბოლომდე! ასე რომ, "ქართული მარში" თავის მომხრეების მობილიზაციას არ ახდენს, რომლებიც 14 ივლისის აქციაზე 12 000 ზე მეტი იყო, რადგანაც ამის საჭიროება არ არსებობს! მანქურთ ბოკერიას და მის მეუღლეს ძალიან უნდათ პროვოკაციის მოწყობა და "ქართული მარშის" გამოწვევა, რომ ამით საკუთარი ორგანიზაციის მნიშვნელობა წარმოაჩინონ, აქციის მსვლელობისას ფიზიკურად გაილახონ, სანაცვლოდ კი დაფინანსება მიიღონ საზღვარგარეთიდან, აგრეთვე, ნულოვანი პოლიტიკური რეიტინგი აიმაღლონ! მაგრამ, ბოკერია-უგულავა-ჩერგოლეიშვილებს და მათ მიმდევრებს ამ სიამოვნებას არ მივანიჭებთ! ეგღა აკლია, "ქართულ მარშს", რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე მუშაობს და უახლოეს კვირეებში გრანდიოზულ მანიფესტაციებს გამართავს, არსებუული სახელმწიფო მმართველობის სისტემის დახვეწის ან სულაც შეცვლის მოთხოვნით, რომ 1% - იანი ლიბერასტული ნაცნამსხვრევის პროვოკაციულ აქციას აჰყვეს! "ქართული მარში", არ წამოეგება "ხელ-დაბანილი" ქოცების და "დაგეშილი" ნაცების პროვოკაციულ ქმედებებზე!.. "ქართულ მარშს" ვერავინ გამოიყენებს საკუთარი მიზნებისათვის, ვერც ხელისუფლება და ვერც გაკოტრებული ოპოზიცია!.. "ქართული მარში" ქართველი ხალხის პირმშოა და მხოლოდ მისი სახელით და ნებით იმოქმედებს, როდესაც ამის აუცილებლობა დადგება!.. ", - აცხადებს ჯუმბერ კირვალიძე. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5