"ქართველთა მარში", ქართული ოცნებისგან განსხვავებით, იმედს არ გაუცრუებს ქართველ ხალხს - ჯუმბერ კირვალიძე

ხუთშაბათი, 20 ივლისი, 2017 - 16:22

"ქართველთა მარშის" საორგანიზაციო ჯგუფის წევრის, პოლიტოლოგ ჯუმბერ კირვალიძის განცხადებით,  ის იმედი, რომელიც  "ქართულმა ოცნებამ" ქართველ ხალხს გაუცრუა,  ხუთი წლის შემდეგ "ქართველთა მარშმა" დაუბრუნა.

როგორც "ჯეონიუსთან" ჯუმბერ კირვალიძე აცხადებს,  "ქართველთა მარშის" საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქართული საქმე ბოლომდე მიიყვანონ და ხალხისთვის მიცემულ დანაპირებს შეასრულებენ. 

"მახსოვს, 2012 წლის 27 მაისს "ქართული ოცნების" გამართული აქცია თავისუფლების მოედანზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პირველად საჯაროდ მიმართა ქართველ ხალხს. მაშინაც, მონაწილეთა შორის, რამოდენიმე თვალცრემლიანი ქალბატონი შევნიშნე, მათ თვალებში იმედის სხივი მოჩანდა... 2017 წლის 14 ივლისს, "ქართველთა მარშის" აქციის მსვლელობისას ასევე არაერთი ქალბატონი შევამჩნიე თვალცრემლიანი და როგორც 5 წლის წინ, მათი თვალებიც იმედით იმზირებოდნენ, რაც იმის უტყუარი მაჩვენებელია, რომ "ქართულმა ოცნებამ", არათუ ოცნება აღუსრულა ქართველ ხალხს, არამედ ის გაჩენილი იმედი, რომელიც 2012 წელს მისცა მათ, აი სწორედ ის იმედი გაუცრუა! ეს ფოტო, იმის მაჩვენებელიც არის, რომ "ქართველთა მარშმა" 5 წლის შემდეგ იმედი დაუბრუნა ქართველობას და ამით დიდი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ "ქართულ ოცნებასავით" ჩვენც არ გავუცრუოთ იმედი ჩვენს ხალხს, რადგანაც ხალხის თუ ადამიანის დაიმედება და მერე ამის არ შესრულება, დიდი ცოდვაა. თავი არ დავზოგოთ, რაკი დავიწყეთ,  ბოლომდე მივიყვანოთ ქართული საქმე! ღმერთი შეგვეწიოს!", - აცხადებს ჯუმბერ კირვალიძე, 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46