ოკუპანტები ვერ გატეხენ ვერც ქართველ ხალხს და ვერც მის ხელისუფლებას - ​გიორგი მარგველაშვილი

ოთხშაბათი, 19 ივლისი, 2017 - 20:03

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები, პეტრო პოროშენკოს სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, სოფელ ოძისის საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს. პრეზიდენტები ოძისში იმ ადგილთან გაჩერდნენ, საიდანაც 2008 წლის ომის შემდეგ აშენებული რუსული სამხედრო ბაზა მოჩანს.

ადგილზე გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

დღესვე პეტრო პოროშენკომ და გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისი მოინახულეს და ხურვალეთში საოკუპაციო ხაზი დაათვალიერეს. საოკუპაციო ხაზთან პრეზიდენტები გამყოფი ხაზის- მავთულხლართების მიღმა დარჩენილ ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ და მათი ყოველდღიური ცხოვრებით დაინტერესდნენ.

გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ გამყოფ ხაზთან მედიისათვის განცხადებები გააკეთეს და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.

"ჩვენ არ შევეგუებით რუსულ აგრესიას, ოკუპანტები ვერც ხალხს და ვერც ხელისუფლებას ვერ გატეხენ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა საოკუპაციო ხაზთან.

"დღეს ოკუპაციის ხაზთან ვიმყოფებით ორი ქვეყნის, ორი ამაყი ხალხის პრეზიდენტი, რომლებიც არ ეგუებიან რუსეთის აგრესიას და არ ეგუებიან იმ ცინიზმს, რომლითაც რუსი სამხედროები ცდილობენ გატეხონ ჩვენი სიმტკიცე და მორალი, მაგრამ არც ქართველები, არც უკრაინელები არასდროს არ გამტყდარან. მათ აქვთ ძალიან დიდი სიმტკიცე და აი ასეთი ოკუპაციის ხაზები დაინგრევა, დაინგრევა და გაერთიანდება ჩვენი სახელმწიფოები და იქნებიან ისეთივე სუვერენულები, ისეთივე დამოუკიდებლები, როგორც ამას აღიარებს ყველა სახელმწიფო მსოფლიოში -გარდა, რუსეთისა",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინელი ხალხის სახელით მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

"ეს არ არის ოკუპაციის ხაზი, ეს არ არის გამყოფი ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის. შეხედეთ ამ მოქალაქეს თვალებში, ეს არის რუსეთის აგრესიის შედეგი. ერთ მხარეს ჩვენ ვხედავთ აყვავებულ თბილისს, კურორტებს, ინვესტორებს, ბედნიერ ხალხს, ეკონომიკურ ზრდას, უვიზო რეჟიმს, ასოცირების შესახებ შეთანხმებას და მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ ცრემლს, უფლებების დარღვევას, ხალხს, რომელსაც არ აქვთ სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. ჩვენთვის ეს არის უდიდესი მოტივაცია, რომ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, როგორც უკრაინის ასევე საქართველოსი და ჩვენ ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ვიზიტის ფარგლებში ვარ აქ, რომ ვუთხრა ამ ხალხს, რომ ისინი მარტო არ არიან, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ", - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5