მარსმა მეცნიერებს იმედები გაუცრუა, ახლა სიცოცხლის ნიშნების ძებნას ყინულებში იწყებენ

ხუთშაბათი, 20 ივლისი, 2017 - 12:54

 მარსი, სადაც, ფიქრობდნენ, რომ უცხო ცივილიზაცია არსებობდა, კოსმოსის შემსწავლელი მეცნიერებისთვის საინტერესო აღარაა.

პლანეტოლოგი კრის მაკეი აცხადებს, რომ მრავალი წლის განმავლობაში შეპყრობილი იყო  იდეით, რომ მარსზე სიცოცხლე არსებობდა, თავისი მოღვაწეობის  ყველაზე დიდი დრო წითელ პლანეტაზე  სიცოცხლის ნიშნების აღმოჩენას შესწირა, თუმცა "მის ყველაზე დიდ ცდუნებასა და პირველ სიყვარულზე" უარს ამბობს და სხვა პლანეტის გამოკვლევას იწყებს.

"მე ვტოვებ ჩემს პირველ სიყვარულს და მივდივარ მასთან, რომელმაც მაჩვენა ის, რისკენაც მივისწრაფოდი":, - აცხადებს ნასას მეცნიერი.

 ამჯერად მეცნიერის კვლევის ობიექტს იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ენცელადი - ევროპა წარმოადგენს. როგორც მეცნიერებმა გაარკვიეს, ყინულის სიღმეებში თხევადი წყლის ოკეანეა, სადაც  შეიძლება ცოცხალი ორგანიზმები ბინადრობდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თანამგზავრზე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები უნდა არსებობდეს.

 ენცელადი  NASA-ს და ევროპული კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში  კოსმოსურმა ზონდმა "Cassini" გამოიკვლია.   აღმოჩნდა, რომ სამხრეთ პოლუსზე ხდება წყლის ამოფრქვევა და ყველა ალბათობით, რამდენიმე კილომეტრის  სიღრმეში არსებობს ოკეანე. "Cassini" -ის კვლევებმა აჩვენა, რომ ენცელადის  წყალი  შეიცავს სიცოცხლის არსებობისთვის  საჭირო  ყველა კომპონენტს, -  ნახშირბადს, აზოტს და ენერგიის წყაროს  წყალბადის სახით.

"ვფიქრობ, რომ ის, რაც ჩვენ ვეძებით, ასტრობიოლოგის თვალთახედვით,  ენცელადი  ყველაზე საინტერესოდ გამოიყურება" - ამბობს კრის მაკეი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41