10 წლის ამერიკელი ბიჭი, რომელსაც ორივე ხელი გადაუნერგეს, ახლა ბეისბოლს თამაშობს

ოთხშაბათი, 19 ივლისი, 2017 - 21:50

10 წლის ამერიკელი ზიონ ჰარვი, რომელსაც ორი წლის წინ ორივე ხელი გადაუნერგეს, ახლა ბეისბოლს თამაშობს. ის მედიცინის ისტორიაში პირველი ბავშვია, რომლისთვისაც ორივე ხელის ტრანსპლანტაციის ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა.

ზიონ ჰარვის შეუძლია კომპიუტერის, დანა- ჩანგლისა და საწერი კალმის გამოყენება, თავად იცვამს ტანსაცმელს და  და ცოტა ხნის წინ ბეისბოლის თამაში დაიწყო.

ექიმები ამბობენ, რომ  პატარა ბიჭის ტვინმა მთლიანად მოახდინა ადაპტირება დონორის ხელებზე, რაც  ნევროლოგიურმა ტესტებმაც დაადასტურა.

ბიჭს ხელების გადანერგვის ოპერაცია  2015 წლის ივნისში გაუკეთეს. მან ორი წლის ასაკში, განგრენის გამო, კიდურები დაკარგა. ბიჭი ხმარობს ფეხების პროთეზებსაც, რომელიც არანაირ დაბრკოლებას არ უქმნის გადაადგილებაში. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46