პრეზიდენტებმა სახელმწიფო სადილზე ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და უკრაინელებსა და ქართველებს მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება უსურვეს

ოთხშაბათი, 19 ივლისი, 2017 - 12:12

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს და მარინა პოროშენკოს პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით სახელმწიფო სადილი გაიმართა.

საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა სახელმწიფო სადილზე ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და უკრაინელ და ქართველ ხალხს მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება უსურვეს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის და ჩვენი ხალხებიც ერთმანეთთან მტკიცედ არიან დაკავშირებულნი საერთო ღირებულებებითა და ინტერესებით. ჩვენი ქვეყნები ღირსეულად ამაყობენ მდიდარი ისტორიით, ტრადიციებითა და იმ დიდი კულტურით, რომელიც ჰუმანიზმისა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების მატარებელია. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა განათლების სფეროში აქტიურ თანამშრომლობას, რომელის საფუძველსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი უკრაინისტიკის ინსტიტუტი და უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ნაციონალურ უნივერსიტეტში არსებული ქართველოლოგიის კათედრა წარმოადგენს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა ოფიციალურ ვახშამზე აღნიშნა, ისტორიულ და კულტურულ კავშირებთან ერთად, ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ საერთო ინტერესები, ღირებულებები, თავისუფლების სიყვარული და თავგანწირვა ჩვენი და ჩვენი მეგობრების უკეთესი მომავლისათვის.

"გარდა ამისა, უკრაინა და საქართველო საერთო გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენი ქვეყნები კვლავაც იბრძვიან საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების დასაცავად. ჩვენ მივისწრაფვით საერთო მიზნისაკენ - ავაშენოთ თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოები და განვავითაროთ თანამშრომლობა, რომელიც ყველასათვის კეთილდღეობის მომტანია. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და ამ ბრძოლაში მტკიცედ ვდგავართ ერთმანეთის გვერდით. მჯერა რომ, ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ მშვიდობის უზრუნველყოფას და ჩვენს ქვეყნებში აღარ იარსებებს გამყოფი ხაზები და ოკუპირებული ტერიტორიები. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას, რომელსაც ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა სტრატეგიულ ხარისხში გადაჰყავს. ჩვენ საფუძველს ვუყრით თანამშრომლობის ახალ ეტაპს, რომელიც მრავალი სიკეთის მომტანი იქნება ჩვენი ხალხებისათვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა სტუმარს ჯანმრთელობა, სიმტკიცე და საპასუხისმგებლო საქმიანობაში შემდგომი წარმატებები, უკრაინელ ხალხს კი, მშვიდობიანი მომავალი და კეთილდღეობა უსურვა.


 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4