ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭო განცხადებას ავრცელებს

ოთხშაბათი, 19 ივლისი, 2017 - 12:50

საქართველოს ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭო განცხადებას ავრცელებს.

"ჩვენ, საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები, თავს ვალდებულად ვთვლით, კიდევ ერთხელ, ჩვენი მკაფიო დამოკიდებულება გამოვხატოთ საქართველოში მიმდინარე კონსტიტუციური რეფორმის პროცესისა და შინაარსის მიმართ. მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოებისათვის, კონსტიტუციური რეფორმის განხორციელების დროს, აღიარებულ აუცილებლობას წარმოადგენს მაღალი ხარისხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის უზრუნველყოფა.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში, ანალოგიური პროცესი დიამეტრალურად განსხვავებულად წაარიმართა, რაც ნულოვანი პოლიტიკური კონსესუსით დასრულდა - საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის პროექტი ორი მოსმენით, შემჭიდროებულ ვადებში მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენელ დეპუტატთა მხარდაჭერით მიიღო. პოლიტიკური პროცესი ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის აქტიურობითა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით კვლავაც გრძელდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბოლო დროს გაკეთდა ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელთა განცხადებები, რომლობშიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსულტაციების საჭიროებაზეა საუბარი.

ჩვენ კვლავაც ვაცხადებთ, რომ დიალოგი და შეთანხმება შექმნილი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთ სწორ გზას წარმოადგენს. ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები ვადასტურებთ ჩვენს მზაობას, რომ ხელისუფლებასთან ერთად განვიხილოთ კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებული ყველა საკითხი. უპირველეს ყოვლისა უმნიშვნელოვანეს და მთავარ პრობლემად მიგვაჩნია საარჩევნო თემებთან დაკავშირებული საკითხები.

გამოვთქვამთ იმედს, რომ დიალოგის, კონსულტაციებისა და კომპრომისების საფუძველზე, სათანადო სამართლებრივი გზების მეშვეობით, მიღწეული იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური კონსესუსი, რაც ასე სჭირდება საქართველოში მიმდინარე კონსტიტუციურ რეფორმას და სახელმწიფოს რეპუტაციას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე", - განცხადებას ხელს აწერენ: ახალი მემარჯვენეები; ახალი ქრისტიან-დემოკრატები: გაერთიანებული დემოკრატიული-მოძრაობა: დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო: ევროპელი დემოკრატები: ეროვნული ფორუმი: თავისუფალი საქართველო: თავისუფლება: ლეიბორისტული პარტია; პატრიოტთა ალიანსი; ტრადიციონალისტთა კავშირი: ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა:

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5