"ქართული მარშის" ორგანიზატორთა და მონაწილეთა დისკრედიტაცია დაიწყო - ჯუმბერ კირვალიძე

ოთხშაბათი, 19 ივლისი, 2017 - 12:06

"ქართველთა მარშის" საორგანიზაციო ჯგუფის წევრი. და პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე "ქართველთა მარშს" ქართველი ხალხის უკანასკნელი იმედად მიიჩნევს.

როგორც პოლიტოლოგმა "ჯეონიუსს" განუცხადა,  მას შემდეგ, რაც 14 ივლისს სრული წარმატებით ჩატარდა "ქართველთა მარშის" აქცია, ყველაფერი კეთდება "ქართული მარშის" ორგანიზატორთა და მონაწილეთა დისკრედიტაციისათვის,

"ქართველ" ლიბერასტებს სრული მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული! ისინი, ჯერ აღმაშენებელის გამზირის და მარჯანიშვილის მოედნის "მორეცხვას" აპირებენ, აქაოდა, აქ "ქართველთა მარშმა გაიარაო", მერე კი ქალებს "სოლიდარობას" გამოუცხადებენ და სავარაუდოდ, შემდეგ გეი-აღლუმისთვის მოემზადებიან!

"ქართველთა მარშის" საპასუხოდ, როგორც ისინი აანონსებენ, აღმაშენებელზე და მარჯანიშვილის მოედანზე გაიმართება საქართველოს შემარცხვენელთა და ქართველობის მოძულეთა კონტრაქცია! ჰოდა, ვინც "ქართველთა მარშის" მიმართ ბოღმით და შურით აღივსეთ, თქვენი ადგილიც მომავალი "პარადის" მონაწილეთა შორის თუ არა, მაყურებელთა შორის მაინც "მოიძებნება"!

დიახ,10 000 - ზე მეტ ადამიანს, ვინც საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრების მოთხოვნით მონაწილეობდა "ქართველთა მარშის" აქციაში, ლიბერასტი მანქურთები აყენებენ გაუგონარ შეურაცხყოფას! მავანს, ქვეყანა მიყავს სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ! "ქართველი" ლიბერასტების უმწვავესი რეაქცია, "ქართული მარშის" წინააღმდეგ,14 ივლისის პეტიციის, აი ამ პუნქტმა გამოიწვია: "...მოვითხოვთ, რომ ასევე დაუყოვნებლივ დაიწყოს ნაციონალური მოძრაობის, მათი სატელიტებისა და უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული ანტიეროვნული მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვის სამართლებრივი პროცესი"!

დიახ, დაიწყო სრულმასშტაბიანი შეტევა "ქართულ მარშზე"! მასმედია, არასამთავროები, პოზიცია-ოპოზიცია, ყველას სამიზნე გავხდით! მაოცებს ის, რომ ქართულ სოცქსელებში "ჩვეულებრივ მოვლენად" იქცა სასულიერო პირების გინება უკანასკნელი სიტყვებით, მათ შორის, უწმინდესის და ასეთი ამბავი არ ატეხილა, როგორც დღეს ცდილობენ, რომ დისკრედიტაციის მიზნით, ვითომდა "უცენზურო გამონათქვამებზე" შავი პიარი ააგორონ "ქართული მარშის" წევრებზე!

ლიბერასტ მანქურთებს და მათ უცხოელ დამქაშებს, გია კორკოტაშვილის, სანდრო ბრეგაძის და "ქართული მარშის" სხვა ორგანიზატორების კი არ ეშინიათ, არამედ ქართველი ხალხის ერთსულოვნების! ამიტომ, ცდილობენ "გაგვსვარონ" ჩვენ, ოციოდე ადამიანი, რომ ხალხს ჩვენზე გული გაუტყდეს! მათ უსაფუძვლოდ არ ეშინიათ ჩვენი, რადგან სწორედაც რომ, "ქართველთა მარში" პოლიტიკურად დაასამარებს, "ქართული ოცნების" მიერ შეწყალებულ ნაცმოძრაობას და მის ნამსხვრევებს!

"ქართველთა მარშის" ორგანიზატორების დისკრედიტაციის უნიჭო და უსინდისო კამპანია, ვერ უშველით კოჰაბიტირებულ პოლიტიკურ სუბიექტებს, რადგანაც "ქართველთა მარში" უკვე შედგა! დიახ, 100%-ით მთლიანად რომც შეიცვალოს "ქართველთა მარშის" თავკაცთა შემადგენლობა, ლიბერასტებს მაინც ვეღარაფერი უშველით, რადგანაც 14 ივლისს ქართველმა ხალხმა პოლიტიკურად გამოიღვიძა და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ - ღირსებას და სამშობლოს არავის დაუთმობს! დიახაც, სწორედ ქართველი ხალხი "ქართული მარშით" მოიყვანს ხელისუფლებაში იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქართველი ხალხის ნების განმახორციელებელი იქნება! "ქართველთა მარში", საქართველოს გამთლიანების უკანასკნელი იმედია! საოკუპაციო ხაზთან კი არა, სახელმწიფო საზღვრამდე მივალთ, ფსოუსთან და როკის გვირაბთან!", - აცხადებს ჯუმბერ კირვალიძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46