თავდაცვის მინისტრი საერთო საჯარისო ცენტრის იუბილეს დაესწრო

სამშაბათი, 18 ივლისი, 2017 - 15:07

 საერთო საჯარისო ცენტრი ერთი წლის გახდა. საიუბილეო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.

საზეიმო ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში და სამშვიდობო მისიებში გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს პატივი მიაგეს.

სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილე მიულოცა, ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სამხედროებს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის მედლებით „გენერალი კვინიტაძე“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“ ოთხი სამხედრო მოსამსახურე პირადად დააჯილდოვა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის პირველი, მეორე და მესამე ხარისხის მედლებით შვიდი სამხედრო მოსამსახურე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ დააჯილდოვეს.

დღესვე, საერთო საჯარისო ცენტრის იუბილე გამოფენით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა და მოწვეულმა სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურული პროექტები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.

წვრთნისა და სამხედრო განათლების სისტემის რეფორმის შედეგად საერთო საჯარისო ცენტრი ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა. სასწავლო დაწესებულებაში გაერთიანებულია კაპიტნის საკარიერო, მანევრის, საბრძოლო მხარდაჭერის, საბრძოლო უზრუნველყოფის და ავიაციიასა და საჰაერო თავდაცვის სკოლები. ცენტრში პირადი შემადგენლობის მომზადება ტაქტიკურ დონეზე მიმდინარეობს.

საერთო საჯარისო ცენტრში უმცროს ოფიცერთა და სპეციალისტთა მომზადების 77 სასწავლო პროგრამა ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45