საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა პრეზიდენტის სასახლეში როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში გამართეს შეხვედრები

სამშაბათი, 18 ივლისი, 2017 - 13:13

საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართეს.

შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ვიცეპრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე ესწრებოდნენ საქართველო- უკრაინის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება საქართველო - უკრაინის ურთიერთობების განვითარებისაკენ გადადმულ ნაბიჯებს და პეტრო პოროშენკოს საქართველოში პირველ ვიზიტს, რომელიც საქართველო- უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს ემთხვევა.

„მადლობას გიხდით ამ ისტორიულ ვიზიტში მონაწილეობისთვის. ჩვენს ერებს ძლიერი კავშირები აერთიანებს და მჯერა, რომ თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ამ კავშირებს. მადლობას გიხდით საქართველოს სტუმრობისთვის და ყველა იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის, რომლებსაც თქვენი ვიზიტის ფარგლებში მივიღებთ,“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას.

პეტრო პოროშენკომ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მოწვევისათვის.

„მადლობას გიხდით დაპატიჟებისთვის და სტუმართმასპინძლობისთვის. გუშინ, ჩამოსვლის პირველივე წუთიდან გარშემორტყმული ვარ მეგობრებით და ვიმყოფები ძალიან მეგობრულ გარემოცვაში. ჩვენი ქვეყნები იბრძვიან დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის. საქართველო და უკრაინა ორივე რუსეთის აგრესიის ობიექტია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრისას კმაყოფილება გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალ სტრატეგიულ დონეზე განახლდება, რომელიც შაქართველო - უკრაინას შორის ,,სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ'' ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერაშიც გამოიხატება.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და საქართველოს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე სამხედრო ბაზების მშენებლობაზე, რეგულარულ სამხედრო წვრთნებზე, ბარბარებისა და მავთულხლართების მშენებლობაზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. "სასაზღვრო ნიშნების" მონტაჟზე, უკანონო დაკავებებზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე რეგიონებიდან გატაცების ფაქტებზე, ეთნიკური ნიშნით ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მშობლიური ენის სწავლების აკრძალვაზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე.

გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო გმობს რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საერთაშორიოს თანამეგობრობას რუსეთის ოკუპაციური პოლიტიკის შეფასებისა და მკაფიო მესიჯების ჩამოყალიბებისაკენ. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პეტრო პოროშენკოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უკრაინის უწყვეტი მხარდაჭერისათვის. და თავის მხრივ ქართველი ხალხის სახელით დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

გიორგი მარგველაშვილმა კვლავ გამოხატა მზადყოფნა გააგრძელოს უკრაინის ძლიერი მხარდაჭერა საერთაშორისო არენაზე და ხაზი გაუსვა საქართველოსა და უკრაინის ერთობლივი ქმედებების განსაკუთრებულ საჭიროებასა და მნიშვნელობას გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს და სუამის ფორმატებში.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო უკრაინისა და საქართველოს ევროინეგრაციის პროცესებს. სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარება, განათლებისა და კულტურის დარგში ურტჳერთობების გააქტიურება - ეს განსახილველ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად ისაუბრეს. შეხვედრაზე ისაუბრეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

უკრაინა საქართველოსათვის ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს. 2017 წლის 5 თვის მონაცემების მიხედვით, უკრაინა ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის მე -6 და უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებს შორის მე -8 ადგილზეა; აღინიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინის განათლებისა და კულტურის სფეროში ურთოერთობების განვითარებას ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც ვიზიტის ფარგლებში იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4