ქართულმა დიპლომატიამ რუსულ, ყველაზე ძლიერ, გამოცდილ ძალასთან დაპირისპირებაში გაიმარჯვა - გიორგი მარგველაშვილი

სამშაბათი, 18 ივლისი, 2017 - 11:44

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ,,ამბასადორიალი - 2017'' გახსნა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა იმ დადებით შედეგებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც ქართველი დიპლომატიის წინაშე დგას. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქართველ დიპლომატებს ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის და აღნიშნა, რომ ელჩებმა საქართველოს ოკუპაციის პარალელურად წარმატებით გაართვეს თავი საერთაშორისო არენაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს.

„ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი დაცულობის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დიდი შემადგენელი ნაწილია ის, რასაც თქვენ აკეთებთ ასე წარმატებით და უპირისპირდებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, გამოცდილ ძალას - რუსულ დიპლომატიას და ამ დაპირისპირებაში ხართ გამარჯვებულები. ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ეს არის ჩვენი დიპლომატიური საქმიანობა, ჩვენი მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ხოლო ეს უკანასკნელი თავის მხრივ ეფუძნება იმ პროგრესის აღიარებას, რომელიც ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს აქვს ჩვენი დემოკრატიული განვითარების, ჩვენი ევროპული განვითარების გზაზე“, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა „ამბასადორიალის“ გახსნისას.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს პარტნიორებს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისათვის, რომლებიც არაღიარების ბრძოლას ძალიან აქტიურად აწარმოებენ ქართველ დიპლომატებთან ერთად.

„მადლიერება ეკუთვნის მეგობარ ქვეყნებს, რომლებიც არ იშურებენ ძალისხმევას, რომ მიზანი - საქართველოს ისტორიული უსამართლობის არაღიარება იყოს შენარჩუნებული. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ემყარება იმ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, რომელშიც დაცულია ადამიანის უფლებები, მედია და სხვა დემოკრატიული ღირებულებები'',   განაცხადა -საქართველოს პრეზიდენტმა და ქართველ დიპლომატებს მოუწოდა, რომ საქართველოს იმიჯის გაღრმავების პარალელურად "ჩვენს პარტნიორებს ვაჩვენოთ ის კონტექსტი, ის გზა, რომლითაც ვითარდება ჩვენი ქვეყანა.

„ამ თვალსაზრისით, საქართველო რეგიონში გადაწყვეტილებების და რეგიონში თანამშრომლობის სულისკვეთებით განმსჭვალული ქვეყანაა. ქვეყანა და სახელმწიფო, რომელიც ახორციელებს სერიოზულ ინვესტიციას თავის ფუნქციაში, სახელმწიფოსი, რომელიც აერთებს ევროპულ და აზიურ ბაზრებს, როგორც სახელმწიფოსი, რომლის შემადგენლობით და მხარდაჭერითაც წყდება ბევრი ეკონომიკური და ენერგეტიკული პრობლემა. საქართველოს ხედვა არა რომელიმე მეზობელთან დაპირისპირება, არამედ კეთილმეზობლური ურთიერთობა და თანამშრომლობის სივრცის შექმნაა ყველა სახელმწიფოსთან“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამ თანამშრომლობის სივრცის შექმნაში გამონაკლისს წარმოადგენს რუსეთის ფედერაცია, რომლის მუდმივი მცდელობაა სირთულეები შეუქმნას საქართველოს და რომელიც აუარესებს უსაფრთხოების გარემოს ჩვენს რეგიონში.

„ამ თვალსაზრისითაც ძალიან ნათლად უნდა გავაგებინოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასთან ეს არ არის მხოლოდ 2008 წელს დაწყებული პროცესი, რომ ეს 90 -იანი წლებიდან დაწყებული პროცესია, როდესაც საქართველომ პირველი ნაბიჯები გადადგა დამოუკიდებლობის, თავისუფალი არჩევნის მიმართულებით. შესაბამისად ნარატივი, თითქოს საქართველო რამე ეტაპზე უქმნიდა რუსეთის ფედერაციას რაიმე სირთულეს და აქედან გამომდინარე განხორციელდა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, თავიდანვე სუსტია, იმიტომ რომ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდანვე, სამწუხაროდ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ცდილობდა ჩვენი ევროპული განვითარება შეეჩერებინა. ერთერთი მთავარი და მნიშვნელოვანი სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც ჩვენ შეგვიქმნა ოკუპაციამ ქართულმა სახელმწიფომ აირჩია ორი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება: - პირველი, ეს არის სტრატეგიული მოთმინება, რომელიც საბოლოოდ ჩვენ მშვიდობიანად მიგვიყვანს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე და მეორე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არანაირად არ ვაპირებთ, რომ ამ სირთულეებმა რაიმენაირად შეაჩეროს საქართველოს შემდგომი განვითარება და ეს გამოიყენონ ჩვენის სახელმწიფოს განვითარების და გაძლიერების მუხრუჭად”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავუზიაროთ ის სიმართლე, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაა და ვითარდება, როგორც ევროპული ქვეყანა, ქართული საზოგადოება დაფუძნებულია ევროპულ ღირებულებებზე და ამ მიმართულებით ვითარდება ჩვენი სახელმწიფოებრიობაც და პოლიტიკური კულტურაც.

ამბასადორიალის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39