ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ცოცხალია

შაბათი, 15 ივლისი, 2017 - 23:45

"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ცოცხალია და  სირიის ტერიტორიაზე იმალება, - აღნიშნულის შესახებ განცხადება  ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაზვერვის და კონტრტერორისტული ოპერაციების გენერალურმა დირექტორმა ალი აბუ ბასრიმ გააკეთა.

Al Arabiya-ს ინფორმაციით,  ალ ბაღდადმა რაქას პროვინცია დატოვა.

პენტაგონის ხელმძღვანელმა ჯეიმს მეტისმა 25 მილიონად შეფასებული მსოფლიოს №1 ტერორისტის დაღუპვის ფაქტი არც  დაადასტურა და არც უარყო.

ტერორისტების ლიდერის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სირიაში რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45