დეზერტირების ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 200-მდე კვადრატული მეტრი ფართი დაიწვა

ორშაბათი, 17 ივლისი, 2017 - 17:47

ე.წ. დეზერტირების ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 200-მდე კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.ცეცხლი ბაზრის ორ სასაწყობე ადგილს მოედო და მთლიანად გაანადგურა.

ხანძარი დეზერტირების ბაზარში დღეს, შუადღით  გაჩნდა, ადგილზე 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო მანქანა და 50 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45