რუსთაველის გამზირზე შემოდგომით მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი გალერია გაიხსნება

ორშაბათი, 17 ივლისი, 2017 - 14:25

მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი გალერია თბილისი წლევანდელ შემოდგომას, რუსთაველის გამზირზე გაიხსნება. იგი მრავალ ხელმისაწვდომ და უნიკალურ ბრენდს გააერთიანებს.

სავაჭრო ცენტრში 90-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდი მოიყრის თავს. მათ შორის Armani Exchange, Calvin Klein Jeans, IKKS ქალისა და მამაკაცის ხაზით და Roman პირველად ეწვევიან საქართველოს. ახალი კონცეფციით ბრუნდებიან Lacoste, Guess, United Colors of Benetton, Trussardi, Stenders.  გარდა ამისა, გალერია თბილისში გაიხსნება H&M-ის მაღაზია, რომელიც კავკასიის რეგიონში ამ ბრენდის პირველ სავაჭრო ობიექტს წარმოადგენს.

სავაჭრო ცენტრში საქართველოში Apple-ის პირველი პრემიუმ რისელერის მაღაზია გაიხსნება, რაც კომპანია Apple-ის უშუალო ჩართულობას გულისხმობს პერსონალის კვალიფიკაციის, მაღაზიის ინტერიერის, პროდუქციის და სერვისის კუთხით. გალერია თბილისის საერთო ფართი 55, 000 მ2-ს შეადგენს. მინუს ერთ სართულზე განთავსდება სუპერმარკეტი, ბანკი, აფთიაქი, ქიმწმენდა, სილამაზის სალონი, მობილური ოპერატორის მომსახურების ცენტრი და ნივთების შეკეთების ობიექტები.

შენობის პირველ ოთხ სართულზე განთავსდება ხელმისაწვდომი და ასევე მაღალი კლასის ბრენდების ტანსაცმლის, ფეხსაცმელებისა და აქსესუარების მაღაზიები, ამავე სართულებზე იქნება წარმოდგენილი საბავშვო ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სპორტული აქსესუარების მაღაზიები. სავაჭრო ცენტრის კვების ზონაში სხვადასხვა რესტორანი და კაფე მოიყრის თავს. სწრაფი კვების ობიექტების ფართო არჩევანი და სხვადასხვა ქვეყნის მრავალფეროვანი რესტორნები შეხვედრების საუკეთესო ადგილად იქცევა. კვების ზონის გვერდით წარმოდგენილი ბავშვთა გასართობი ცენტრი ყველა ასაკის ბავშვს უმასპინძლებს.

გალერია თბილისი იქნება პირველი სავაჭრო ცენტრი საქართველოში, რომელშიც განთავსდება სრულად აღჭურვილი ფიტნესდარბაზი. შენობის ბოლო სართულზე განთავსდება პრემიუმ კლასის კინოთეატრი ექვსი უახლესი და განსაკუთრებით კომფორტული დარბაზით, ასევე, ბოულინგის კლუბი და სპორტ ბარი ღია ტერასით.

პროექტი უნიკალურია იმითაც, რომ შენობაში ინტეგრირებულია „თავისუფალი“ და „ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული“ თეატრები და მეტრო სადგურ „თავისუფლების მოედნის“ განახლებული ფოიე, ამასთანავე, მთელს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

გალერია თბილისი საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთი-ერთი წარმატებული პროექტია ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 90 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42