ქართულმა ანსამბლებმა ალპებში მუსიკალურ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა

ორშაბათი, 17 ივლისი, 2017 - 14:09

ქართულმა ანსამბლებმა - "დიდგორმა" და ტრიომ "დები ზვიადაურები", ალპებში 4 დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები შეასრულა. თითოეულ კონცერტს ათასსზე მეტი მაყურებელი დაესწრო.  კონცერტის შემდგომ ქართველი და ადგილობრივი მუსიკოსების შთაბეჭდილებებისა და გამოცდილების გაზიარება, რის შედეგადაც რამდენიმე ერთობლივი მუსიკალური ნომერი დაიბადა და მაყურებლის წინაშეც შესრულდა.

ტრადიციული მუსიკის რიგით მე-12 ფესტივალი 6-9 ივლისს შვეიცარიაში, ობვალდენის კანტონში გაიმართა, წლევანდელი ფესტივალის სტუმარი  საქართველო იყო.

ფესტივალის ორგანიზატორმა, მარტინ ჰესისმა პირადად იმოგზაურა საქართველოში და რის შემდეგაც მან ფესტივალში მონაწილეობისათვის შეარჩია მგალობელ-მომღერალთა გუნდი "დიდგორი" და ტრიო "დები ზვიადაურები". 5 ივლისს, ობვალდენის კანტონში, გიზვილის მუნიციპალიტეტში გაიმართა ფოლკლორული მუსიკის ფესტივალის (Volkskulturfest) ოფიციალური გახსნა.

4-დღიანი ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე მრავალრიცხოვან მოწვეულ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ობვალდენის კანტონის პრეზიდენტმა, მაია ბიუხი-კაიზერმა, რომელიც მიესალმა ფესტივალის გახსნაზე მოწვეულ შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩს, ირაკლი ყურაშვილს. "დიდგორისა'' და "დები ზვიადაურების'' შესრულებამ მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღნიშნულ ღონისძიებას შვეიცარიული გაზეთი "Luzerner Zeitung''-ი გამოეხმაურა და სტატია გამოაქვეყნა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44