ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმიური სწავლება გაიმართა

ორშაბათი, 17 ივლისი, 2017 - 13:05

ავღანეთში, ბაგრამის საავიაცო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის „ბრავო" ასეულმა დაზვერვისა და გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულებთან ერთად გეგმიურ სწავლებაში მიიღო მონაწილეობა.

სწავლება ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმით განხორციელდა და მის მიზანს ჩხრეკის დროს საკონტროლო გამშვებ პუნქტზე თვითმკვლელის აფეთქების შედეგად დაშავებულთა ევაკუაცია წარმოადგენდა. 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები პირობითად დაშავებულის ევაკუაციის, სწრაფი რეაგირების და უსაფრთხოების სხვა ელემენტების შესრულებაში ვარჯიშობენ.

წვრთნები პერმანენტული ხასიათისაა და სამხედრო უნარ-ჩვევების კიდევ უფრო დახვეწას ისახავს მიზნად. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას აპრილის თვიდან ასრულებს. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის შიდა და გარე პერიმეტრის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42