აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას განცხადებები ყოველგვარ ზღვარს სცილდება - ნიკოლოზ მჟავანაძე

, 16 ივლისი, 2017 - 17:42

"უფლებადამცველთა გაერთიანების'' თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას მოთხოვნას გაუგონარს უწოდებს და არ გამორიცხავს, პროვოკაციული განცხადების უკან საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ძალები იდგნენ, რომლებსაც  ქვეყნაში არასტაბილურობა აძლევდეთ ხელს. 

"არავინ დავობს იმას, რომ აფგან მუხთარლის საქმე ბოლომდე უნდა იქნეს გამოძიებული, მაგრამ ის, რა განცხადებებს და ქმედებს ახორცილებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. მის მიერ თავდაპირველად უარგუმენტოდ და მტკიცებულებების გარეშე საქართველო დადანაშაულებული იქნა ადამიანების გატაცებაში, სახელმწიფო სტრუქტურები უმოქმედობაში, ქვეყანა კი არადემოკრატიულ მმართველობაში. ახლახანს კი ლეილა მუსტაფაევამ შსს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის გადადგომაც მოითხოვა.

ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს შეგვიძლია მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს ესა თუ ის მინისტრი, ან მოვითხოვოთ რომელიმე უწყების ხელმძვანელის გადადგომა, მაგრამ როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც შენ ქვეყანას აფარებს თავს და შენი ქვეყნის შს მინისტრის გადადგომას ითხოვს ეს უკვე მართლაც გაუგონარია. მუსტაფაევას განცხადებებს გარკვეული პროვოკაციის ელფერი დაკრავს და ჩანს, ამ ყველაფრის უკან საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ძალები დგანან, რომლებსაც ქვეყნის სტაბილურობის ხელყოფა და დისკრედიტაცია სურთ. აზერბაიჯანმა დაიჭირა, აზერბაიჯანმა წარუდგინა ბრალი, აზერბაიჯანმა შეუფარდა პატიმრობა და საქართველოს შსს მინისტრის გადადგომას ითხოვდე, მართლაც რომ ალოგიკურია", - განუცხადა "ჯეონიუსს" ნიკოლოზ მჟავანაძემ. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42