რამზან კადიროვი მსოფლიოს ბირთვული რაკეტებით ემუქრება

, 16 ივლისი, 2017 - 16:20

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა  ამერიკულ ტელეარხ HBO- სთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-რუსეთის  ურთიერთობებსა და ბირთვული ომის საშიშროება ისაუბრა. კადიროვი თვლის, რომ ამერიკის პოლიტიკა რუსეთისა და მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ არის მიმართული,

კითხვაზე, თუ რატომ არის  შეერთებული შტატები რუსეთის მტერი, კადიროვმა განაცხადა, რომ ამერიკა არც ისე ძლიერი სახელმწიფოა, ხოლო რუსეთი  ძლიერი ბირთვული ძალაა.

კადიროვის განცხადებით, ჩეჩნეთში მას ჰყავს კარგი არმია, რომელსაც შეუძლია როგორც თავდასხმა, ისე თავდაცვა.

"ჩვენ გვაქვს ძლიერი სახელმწიფო და ბირთვული იარაღის  მხრივ ლიდერები ვართ. იმ შემთხვევაშიც კი,  თუ ჩვენი სახელმწიფო  მთლიანად განადგურდება, ჩვენი ბირთვული რაკეტები  ავტომატურად ჩაირთვებიან და მთელ მსოფლიოს ამოვატრიალებთ", - განაცხადა კადიროვმა.

ინტერვიუს შემდეგ რამზან კადიროვმა Telegram-ზე შემდეგი  კომენტარი დატოვა:  "ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენი სახელმწიფოსთვის სიცოცხლეს არ დავიშურებთ".

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46