მარკ ცუკერბერგმა პირველად გამოაქვეყნა ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო

, 16 ივლისი, 2017 - 14:46

33 წლის მილიარდერმა მარკ ცუკერბერგმა სოციალურ ქსელებში პირველად გამოაქვეყნა ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ალასკაზე არის გადაღებული, - იუწყება Daily Mail-ი.

"ეს არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფოტო, რომელიც გადაღებულია  ალასკაზე დიდ მყინვართან,  ორსულ პრისცილასთან ერთად, რამდენიმე კვირის წინ', - ასეთი მინაწერი გაუკეთა ფოტოს ცუკერბერგმა.

მარკმა და პრისცილამ ამერიკის დამოუკიდებლობის დღე, 4 ივლისი, ალასკაზე აღნიშნეს. ეს არის პირველი ოფიციალური ფოტო, სადაც იგი ორსულ მეუღლესთან ერთად არის გადაღებული.

წყვილი მეორე შვილს ელოდება. 2015 წელს მათი ქალიშვილი  მაქსიმა გაუჩნდათ. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59