გამოკითხვამ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გაპრეზიდენტებას ეხებოდა, უკრაინელები საგონებელში ჩააგდო

, 16 ივლისი, 2017 - 13:13

The Economist-ის ინტერაქტიულმა გამოკითხვამ, მისცემთ თუ არა ხმას უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილს, რომელიც თავდაპირველად ხუმრობად მიიჩნიეს, უკრაინელები საგონებელში ჩააგდო.

უკრაინაში მოღვაწე მიხეილ სააკაშვილმა ხმების 53% დააგროვა. გამოცემა იმედგაცრუებას უკრაინაში ჭეშმარიტი ოპოზიციის არარსებობას უკავშირებს.

სემენჩენკოს, პარასიუკის,  სობოლევისა და სხვა მათი მსგავსების ფონზე მიხეილ  სააკაშვილი ნამდვილად პოლიტიკური გიგანტი ჩანს, - წერს გამოცემა და სააკაშვილის ფენომენის ახსნას ცდილობს.

როგორც სტატიის ავტორი წერს, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში პეტრო პოროშენკოს გამარჯვება  ალტერნატივის არარსებობამ გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, პოლიტიკური ველი ცარიელი იყო და რეალურად მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო.

 სააკაშვილი ნამდვილად ჩანს პოლიტიკური გიგანტი. მაგრამ ჩვენმა მოქალაქეებმა  რატომ შეწყვიტეს  ფიქრი ხვალინდელ დღეზე? დღევანდელი ხელისუფლება  ნამდვილად განიცდის პატიოსანი და კომპეტენტური კადრების ნაკლებობას.

თუმცა, ნათელია, რომ როგორც კი  სააკაშვილი პრეზიდენტის სავარძელში აღმოჩნდება, უკრაინის სახელმწიფოს ერთი თვის ვადაში  დაშლის. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლა ნიშნავს საშა ბოროვიკის  პრემიერ-მინისტრობას, იულია მარუშეევსკაიას პირველ დიპლომატობას და დავით საყვარელიძის შს მინისტრობას. წარმოიდგინეთ, რა დღეში აღმოვჩნდებით, თუმცა,  როგორც ჩანს, ამით არავინ არ არის დაინტერესებული, არავინ ფიქრობს ხვალინდელ დღეზე.  

 ქვეყნის სასწრაფოდ სჭირდება ოპოზიცია - ცოცხალი, რეალური და ძლიერი.  სააკაშვილი არ არის ოპოზიცია. ის არის სიმბოლო ჩვენი უიმედობის, თუ ჩვენ არაფერს გავაკეთებთ, მალე დასამარება გველის, - წერს სტატიის ავტორი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42