ანაკლიაში GEM Fest-2017“-ის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებთ, შს მინისტრის მოადგილემ სამუშაო შეხვედრა გამართა

პარასკევი, 14 ივლისი, 2017 - 12:10

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ, ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის - „GEM Fest-2017“ დაწყებამდე, ღონისძიების უსაფრთხოების საკითხებზე ანაკლიაში სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.

შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენელი მაიკ ტერნერი, ფესტივალების დაგეგმარებისა და კოორდინაციის ექსპერტი პატრიკ სმიტი, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და „GEM Fest-2017“-ის ორგანიზატორები,

მერაბ მალანიამ ამერიკელ ექსპერტებს ფესტივალის უსაფრთხოების გეგმა, საპოლიციო ძალების გადანაწილება, შსს-ს სტრუქტურულ დანაყოფებს შორის კოორდინაციის სქემა გააცნო და ფესტივალისთვის განსაზღვრული ტერიტორია დაათვალიერებინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები აქტიურად არიან ჩართული „GEM Fest-2017“-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში და ფესტივალის ორგანიზატორ მხარესთან ინტენსიურად თანამშრომლობენ.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი წარმოადგენს მთავარ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც პასუხისმგებელია ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის უსაფრთხოების დაგეგმვასა და ღონისძიების განმავლობაში შსს-ს სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფაზე. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაგეგმვისა და კოორდინაციის სამმართველომ, „GEM Fest-2017“-ის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, უსაფრთხოების სპეციალური გეგმა შეადგინა, რომელშიც ჩართული არიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის და დაცვის პოლიციის დეპარტამენტები.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი უკვე მეორე წელია ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას უზრუნველყოფს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59