თავდაცვის მინისტრი ბათუმში უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო

პარასკევი, 14 ივლისი, 2017 - 13:01

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბათუმში მე-14 საერთაშორისო კონფერენციას "საქართველოს ევროპული გზა"დაესწრო. თავდაცვის მინისტრმა ფორუმის ღამის სესიის მიმდინარეობისას საქართველოს თავდაცვის სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ვრცლად ისაუბრა.

პანელის განხილვის თემებს ევროპის გლობალური სტრატეგია და არსებული უსაფრთხოების გამოწვევები - ჰიბრიდული ომი, ტერორიზმი, მიგრაციის კრიზისი, ევროპაში ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიები და რუსეთის ფედერაციის მხრიდან აგრესიის შესაძლებლობა, ასევე, მდგრადობა, როგორც საქართველოს შეკავების პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტი ევროკავშირის გლობალურ სტრატეგიასთან მიმართებაში და საქართველოს როლი ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში (CSDP) წარმოადგენდა.

დისკუსიაში თემაზე „უსაფრთხოების არქიტექტურა დღეს: რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ თავდაცვის მინისტრთან ერთად ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლიტვაში არნოლდას პრანცკევიჩიუსი, ამერიკელი ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი და სომხეთის რეგიონული კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი დავით შაჰნაზარიანი მონაწილეობდნენ.

„საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ 2007 წლიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება.

კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს, ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39