ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საექსპერტო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდა

პარასკევი, 14 ივლისი, 2017 - 12:42

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს ევროპული გზა“ ესწრება. კონფერენციის ფარგლებში საერთაშორისო საექსპერტო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდა.

ირაკლი კობახიძემ ექსპერტებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა, მისი ძირითადი არსი და შინაარსობრივი ცვლილებები გააცნო. საუბარი შეეხო საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობის პროცესსა და კონსტიტუციური ცვლილებების ზოგად პოლიტიკურ კონტექსტს.

მხარეებმა იმსჯელეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურების, საარჩევნო სისტემის ცვლილების,საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პრიორიტეტების, ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებული და სხვა აქტუალური საკითხების ასახვის შესახებ.

თავის მხრივ, ექსპერტებმა პარლამენტის თავმჯდომარეს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებები გააცნეს. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა ფართოდ გაეცნოს საერთაშორისო საზოგადოებას, რათა მათ ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ისტორიული ცვლილებების შესახებ უფრო ადეკვატური წარმოდგენა შეექმნათ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42