საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტს ეროვნულ დღესასწაულს - ბასტილიის აღების დღეს ულოცავს

პარასკევი, 14 ივლისი, 2017 - 12:24

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ეროვნულ დღესასწაულს  - ბასტილიის აღების დღეს ულოცავს.

"ბატონო პრეზიდენტო, მაქვს პატივი გულითადად მოგილოცოთ საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაული - ბასტილიის აღების დღე. 1789 წლის რევოლუციის ღირებულებებმა უდიდესი როლი შეასრულა არამხოლოდ საფრანგეთის აღმშენებლობაში, არამედ ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში. ეს არის უკვდავი იდეალები, რომლებიც საფუძვლად დაედო კაცობრიობის დემოკრატიულ წინსვლას და დღესაც წარმოადგენს საყრდენს ჩვენი სახელმწიფოებისათვის. ქართველი ხალხი განსაკუთრებული პატივისცემით არის განმსჭვალული ფრანგი ხალხის მიმართ და დღეს მე, ჩემი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს ურყევ მეგობრობას. საქართველოსა და საფრანგეთის ისტორიულ-კულტურული კავშირები საუკუნეებს ითვლის, რამაც უზრუნველყო ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა და განაპირობა სამხედრო კონტიგენტების ურთიერთთანადგომა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს და შესაბამისად, ვაძლიერებთ საერთო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. საფრანგეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მოხარული ვარ, რომ დღეს თანამედროვე საფრანგეთი განსაკუთრებულ როლს ასრულებს საერთაშორისო ასპარეზზე. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, საფრანგეთი კიდევ მეტ შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწევს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო ევროპული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის.

თქვენო აღმატებულებავ, მსურს დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება თქვენს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ფრანგ ხალხს კი - მშვიდობა და კეთილდღეობა", - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვის წერილში..

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42