ვაზიანის პოლიგონზე ცეცხლის კოორდინაციის სწავლება დასრულდა

ხუთშაბათი, 13 ივლისი, 2017 - 15:19

 საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის პირადი შემადგენლობისთვის ცეცხლის კოორდინაციის სწავლება ჩატარდა. წვრთნებში ჩართულმა სამანევრო ბატალიონების საცეცხლე მხარდამჭერმა ჯგუფებმა და ნაღმმტყორცნელთა ბატარეებმა სწავლება ორ ფაზად გაიარეს. პირველი, თეორიული ნაწილი მოსამსაზადებელ პერიოდს მოიცავდა და IV მექანიზებულ ბრიგადაში მიმდინარეობდა. მეორე, პრაქტიკული ნაწილი კი, აღსრულებას დაეთმო.

აღსრულების ფაზის განმავლობაში, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მონაწილეებმა 120 და 82 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნებიდან საბრძოლო სროლები განახორციელეს. სწავლების მიზანს სამანევრო ქვედანაყოფების საცეცხლე მხარდამჭერი ჯგუფებისა და ნაღმმტყორცნელთა ბატარეების საბრძოლო მომზადების დონის ამაღლება, კოორდინაციის განმტკიცება და ერთობლივი მუშაობისთვის საჭირო საბრძოლო მანევრების დახვეწა წარმოადგენდა.

ცეცხლის კოორდინაციის სწავლებას სამი კვირის განმავლობაში IV მექანიზებული ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის ინსტრუქტორები ხელმძღვანელობდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39