III ქვეითი ბრიგადის ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა

ხუთშაბათი, 13 ივლისი, 2017 - 13:11

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა. ქართული ასეული კაპიტან შალვა მეგრელიშვილის მეთაურობით, მაზარ-ი-შარიფში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 6 თვის განმავლობაში შეასრულებს.

ქართველი ჯარისკაცების გაცილების ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი დაესწრნენ.

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქართველ მშვიდობისმყოფელებს სიტყვით მიმართა და ნატოს სამხედრო მისიაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე, ასევე თავდაცვის სტრუქტურაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრმა ქართველი სამხედროების მაღალი კვალიფიკაცია ხაზგასმით აღნიშნა.

ავღანეთში გამგზავრების წინ ასეული ბრიგადის სამხედრო მოძღვარმა, მამა გობრონმა დალოცა. ღონისძიების დასასრულს კი III ქვეითი ბრიგადის შეიარაღებაში არსებული სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა.

ქვედანაყოფის ავღანეთში გაცილების ცერემონიალს გერმანიის სამხედრო ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც იოზეფ ნოლტეც დაესწრო. III ქვეითი ბრიგადის ასეული ავღანეთში I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს ჩაანაცვლებს. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება იქნება.

ასეულმა ავღანეთში გადასროლისწინა წვრთნა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქალაქ ბად-ზალცუნგენში, ბუნდესვერის სამხედრო ბაზაზე 4 თებერვლიდან 23 ივნისის ჩათვლით გაიარა. გერმანელი სამხედრო ინსტრუქტორების დახმარებით, ბად-ზალცუნგენის ბაზაზე გაძლიერებული ასეული ტაქტიკურ, საცეცხლე, სამედიცინო, აერომობილურ და კავშირგაბმულობის მიმართულებებში მომზადდა. მათ სწავლება სპეციალურ აღჭურვილობაშიც ჩაუტარდათ.

გერმანიაში გამგზავრებამდე ქვედანაყოფმა საქართველოში 13-კვირიანი მომზადება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრის ,,კრწანისი“ საწვრთნელ ბაზაზე, მანავში გაიარა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42