ტაეკვონდოს ნაკრებს კორეელი სპეციალისტები ამზადებენ

ხუთშაბათი, 13 ივლისი, 2017 - 13:44

ტაეკვონდოს ნაკრებს კორეელი სპეციალისტები ამზადებენ.  ქართველი სპორტსმენებისთვის ტაეკვონდოს კორეელი სპეციალისტების თეორიული და პრაქტიკული სემინარი სპორტულ კომპლექს “არენა 1-ში“ გაიმართა,

ღონისძიებას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე. მინისტრს და მინისტრის მოადგილეს ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტმა სულხან ბაბუაძემ უმასპინძლა.

4 კორეელი სპეციალისტი საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციამ მსოფლიოს ტაეკვონდოს ფედერაციის დახმარებით ჩამოიყვანა. კორეელი სპეციალისტები საქართველოში 40 დღე დარჩებიან და ქართველ სპორტსმენებს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ჩაუტარებენ.

მოწვეული სტუმრები თბილისის შემდეგ საქართველოს რეგიონებში გადაინაცვლებენ - ჯერ ბახმაროში ჩავლენ, სადაც საქართველოს ნაკრები ფიზიკურ მომზადებას გადის.

კორეელები ჩვენ სპორტსმენებს 12 დღის განმავლობაში გამოცდილებას გაუზიარებენ. ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც სექტემბერში მინსკი უმასპინძლებს.

მოგვიანებით კი ქობულეთს ესტუმრებიან და საქართველოს კადეტთა ნაკრებს 13 დღის განმავლობაში მოამზადებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39