მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი, გენერალი გიორგი ვაშაკიძე 9-წლიანი პატიმრობის შემდგომ გამართლდა

ხუთშაბათი, 13 ივლისი, 2017 - 12:15

მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მთავრობის პირადი პატიმარი, გენერალი გიორგი ვაშაკიძე 9-წლიანი სასჯელის მოხდის შემდგომ გამართლდა, - აცხადებს ადვოკატი გია დარჩია.

ადვოკატის განცხადებით, 2017 წლის 11 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეებმა: გერონტი კახეთელიძემ, კახაბერ მაჭავარიანმა და მაია თეთრაულმა, მიიღო გამამართლებელი განაჩენი, რომლითაც გენერალი გიორგი ვაშაკიძე და მასთან ერთად დაკავებული ელდარ გოგბერაშვილი და ბენიამინ სანებლიძე უდანაშაულოდ სცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება მართლაც უპრეცენდნეტოა, და უნდა შეფასდეს როგორც სამართლიანობის აღდგენის გზაზე ერთი ერთი სერიოზულად გადადგმული ნაბიჯი. შეგახსენებთ, რომ გენერალი გიორგი ვაშაკიძე თანმხლებ პირებთან ერთად ნაციონალების ახლადმოსული მთავრობის მიერ დაკავებული იქნა 2004 წლის 10 იანვარს და მათ დააბრალეს (ბრალად დაედო) 2003 წლის ნოემბერში გაერთიანებული ქართული ბანკის ერთ ერთი დამფუძნებლის, თამაზ მაღლაკელიძის გატაცება, მაღლაკელიძის ოჯახიდან თანხის გამოძალვის მიზნით. თუმცა, გიორგი ვაკაშაკიძესა და თანმხლები პირების სრულიად უდანაშაულოდ დაკავება, რაც დღეს დაადასტურა სასამართლომ, ვარდების რევოლუციით ახლადმოსული ხელისუფლების მიერ მაშინვე გაპიარდა და შეფასდა როგორც უპრეცენდენტოდ წარმატებული სპეცოპერაცია.

გიორგი ვაშაკიძის დაკავებისთანავე საქმეში ჩაერთო პრეზდენტი მიხეილ სააკაშვილი და გიორგი ვაშაკიძის სამაგალითო დასჯისკენ მოუწოდა შესაბამის ორგანოებს. გენერალს კი, კრიმინალური სინდიკატის წევრი და ბანდიტი უწოდა. შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი ბარამიძეს კი, რომელსაც რამდენიმე საათით გატაცებული ჰყავდა გიორგი ვაშაკიძე თანმხლებ პირებთან ერთად და პირადად მონაწილეობდა გენერლისა და მისი თანმხლები პირების ცემა-წამებაში, მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის.

დაკავებულები დაკავების დღიდან ამტკიცებდნენ, რომ მათ ეს დანაშაული არ ჩაუდენიათ, არ აღიარებდნენ ბრალს და აგრეთვე, მიუთითებდნენ საქმეში არსებულ უამრავ დარღვევაზე, რომ საქმეში არ არსებობდა არც ერთი მტკიცებულება, რაც მათ მიერ დანაშაულის ჩადენას დაადასტურებდა. ასევე აცხადებდნენ დაკავების შემდგომ მათი გატაცების თაობაზე საბურთალოს სასაფლაოზე, სადაც მათ წამებას. დახვრეტის იმიტაციას და სხვა. ესწრებოდა მაღალი თანამდებობის პირები., მათ შორის მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გია ბარამიძე.

დაკავებულების ასევე მიუთითებდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში მათ წამებაზე, რაც ასევე დადასტურებელი იქნა დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნით. თუმც დაკავებულთა ეს განცხადებები და მტკიცებულებები, რომლებიც მათ უდანაშაულობაზე მიუთითებდნენ, რეაგირების გარეშე რჩებოდა მაშინდელი ხელისუფლების მიერ, რაც ბუნებრივია, რადგან აღნიშნულ საქმეს ლობირებდნენ ნაციონალური მოძრაობის მაღალი თანამდებობის პირები, პრეზიდენტის ჩათვლით.

ვაშაკიძის საქმე მოხვდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2005 წლის ყოველწლიურ მოხსენებაში, სადაც გაჟღერდა დაკავებულთა პრეტენზიები, თუმც მაშინდელმა ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ ცრუ ინფორმაცია მიაწოდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს თითქოს ვაშაკიძე და თანმხლები პირები გათავისუფლებულები იყვნენ, ამ დროს კი ისინი პატიმრობაში იმყოფებოდნენ. დაკავების ფაქტს ასევე გამოეხმაურა სხვა უცხოური უფლებადამცველი ორგანიზაციები.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი თამაზ მაღლაკელიძეც არ იზიარებდა ბოლომდე დაკავებულთა მიერ მისი გატაცების ვერსიას და თავადვე საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებში აცხადებდა, რომ დამკავებლებს მისი დაკავების დღიდან აბსოლუტურად სხვა მოთხოვნები ჰქონდათ და არა ფულადი გამოსასყიდის მოთხოვნა, როგორც ამას გამოძიება აცხადებდა. მაღლაკელიძე აცხადებდა, რომ დამკავებლებს აინტერესებდათ ვარდების რევოლუციით შეცვლილი ხელისუფლების ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების კუთვნილი საბანკო ანგარიშები და, ბუნებრივია, გამომდინარე მოთხოვნების შინაარსიდან, პირდაპირ ადებდა ხელს ნაციონალურ მოძრაობას მის გატაცებაში.

მოცემულ საქმეზე ადგილობრივი სასამართლოები ორწელიწადნახევარი აწარმოებდნენ განხილვას და საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა არცერთი მტკიცებულება, რაც დაკავებულთა ბრალეულობას დაადასტურებდა, ადგილობრივმა სასამართლოებმა ვერ გაუძლეს მოცემულ საქმეზე არსებულ ნაციონალური ხელისუფლების წნეხს და საბოლოოდ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. გამამტყუნებელი განაჩენი დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებული იქნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომლის მიერაც მოცემულ საქმეზე დადგენილი იქნა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გადასინჯული იქნა 2006 წლის 25 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც გაუქმებული იქნა 2017 წლის 11 ივლისის განაჩენით და მის ნაცვლად დადგა გამამართლებელი განაჩენი.

ეს არის პირველი შემთხვევა ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში. როდესაც დაცვის მხარის მოთხოვნის საფუძველზე იქნა გადახედილი და გაუქმებული გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლოს მიერ. ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქვეყანაში გამოცხადებული სამართლიანობის აღდგენის პოლიტიკის გზაზე და ამტკიცებს, რომ ადგილობრივ სასამართლოებს აქვს საშუალება გადაწყვეტილება მიიღონ დამოუკიდებლად, ხელისუფლების მხრიდან ყოველგვარი უკანონო ჩარევის გარეშე.

დაკავებულებმა, მართალია, ბოლომდე მოიხადეს განაჩენით განსაზღვრული 9 წელი მაგრამ საბოლოოდ მათ მიერ მაინც იქნა დამტკიცებული ის ფაქტი, რომ მათ მიმართ წაყენებულ ბრალდებები იყო დაუსაბუთებელი, უკანონო და ფალსიფიცირებული, რითაც მოიპოვეს უფლება მოახდინონ საკუთარი დარღვეული უფლებების რეაბილიტაცია სასამართლოს გზით.

ბრძოლა გრძელდება უკანონოდ სასჯელმოხდილ პირების სრული რეაბილიტაციისათვის და ასევე იმედი გვაქვს ბოლომდე იქნება საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაწყებული გამოძიება, რომლითაც პასუხისგებაში იქნება მიცემული დაკავებულ პირთა წამებაში მხილებული პირები", -  ადვოკატი გია დარჩია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45